ალკუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალკუნი

ჩვეულებრივი ალკუნი (Alcedo atthis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alcedo (Linnaeus, 1758)

ალკუნი (ლათ. Alcedo) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 7 (ან 15–17) სახეობას. მცირე ზომის კაშკაშა ფერის ფრინველები არიან. ახასიათებთ სწორი მახვილი ნისკარტი და მოკლე კუდი. ბინადრობენ წყალსატევებთან ახლოს. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებითა და წყლის მწერებით. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებზე. საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (იგივე ჩვეულებრივი ალკუნი).[1]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fry, C. Hilary; Fry, Kathie; Harris, Alan (1992). Kingfishers, Bee-eaters, and Rollers. London: Christopher Helm. ISBN 978-0-7136-8028-7.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 316.