ბაყაყპირასებრი ალკუნი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Clytoceyx)
Jump to navigation Jump to search
ბაყაყპირასებრი ალკუნი
Clytoceyx rex.jpg
ბაყაყპირასებრი ალკუნი (Clytoceyx rex)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყაპყაპისნაირნი
ოჯახი:  ალკუნისებრნი
გვარი:  ბაყაყპირასებრი ალკუნი
ლათინური სახელი
Clytoceyx (Sharpe, 1880)

ბაყაყპირასებრი ალკუნი (ლათ. Clytoceyx) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა.[1] მოიცავს ერთადერთ სახეობას — ბაყაყპირასებრ ალკუნს (ლათ. Clytoceyx rex), რომელიც გავრცელებულია ახალ გვინეაზე (ენდემია). მისი სხეულის სიგრძე 33 სმ აღწევს. შეფერილია ჭრელად, უმთავრესად მოლურჯო-მოყავისფროდ. დამახასიათებელია მასიური ნისკარტი. გვარს მეცნიერული სახელი რიჩარდ ბოუდლერ შარპმა უწოდა 1880 წელს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]