შინაარსზე გადასვლა

ალისატა ათაკიშიევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისატა ათაკიშიევიაზერ. Əlisəttar Ələsgər oğlu Atakişiyev
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი 1906
მოინათლა ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
პროფესია კინორეჟისორი, კინოოპერატორი

ალისატარ ალესკერ ოღლი ათაკიშიევი (აზერ. Əlisəttar Ələsgər oğlu Atakişiyev) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კინოოპერატორი, რეჟისორი, აზერბაიჯანის სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960)

ალისატარ ათაკიშიევი დაიბადა 1906 წლის 25 დეკემბერს ბაქოში. ბავშვობიდან იტაცებდა მხატვრობა. 1927 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც საკავშირო მხატვრულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა. 1930 წელს დაამთავრა სასწავლებელი, დაბრუნდა ბაქოში და მოეწყო კინოსტუდიაში მხატვარ-გამფორმებლად. აქ მხოლოდ ერთი წლის მუშაობის შემდგომ, გადაწყვიტა კინემატოგრაფიის საკავშირო უნივერსიტეტის საოპერატორო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. 1936 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ალისატარ ათაკაშიევი მოსკოვში დარჩა, დაიწყო «მოსფილმში» მუშაობა. 1938 წელს ბაქოს კინოსტუდიაში მოწვეულმა რეჟისორმა ვ. ტურინმა ა. ათაკიშიევი მიიწვია ფილმ «ბაქოელების» ოპერატორად. 1943 წელს ათაკიშიევი მუშაობდა ფილმ «ერთი ოჯახის» დამდგმელ-ოპერატორად. 1944 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უზეირ გაჯიბეკოვის მუსიკალური კომედიის «არშინ მალ-ალან»-ის ეკრანიზაციის შესახებ. სურათის დამდგმელ-ოპერატორებად დამტკიცდნენ ალისატარ ათაკიშიევი და მუხტარ დადაშევი. ფილმს დიდი წარმატება ერგო და მთელი მსოფლიოს კინოეკრანები შემოიარა. 1947 წელს მუშაობს დამდგმელ ოპერატორად ფილმში «ფატალი-ხანი». ეს ფილმი აკრძალვის ქვეშ მოჰყვა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ იქნა ეკრანებზე გასული მეორე რედაქციით. ამის შემდგომ გადაღებული იყო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმები – «საბჭოთა აზერბაიჯანი», «დილის სიმღერა» (1950), «ჯანმრთელობის კერები აზერბაიჯანში» (1951), «მშობლიურ ხალხს» (1954). 1956 წელს ჰუსეინ სეიდზადემ სამუშაოდ მიიწვია ა. ათაკიშიევი უზეირ გაჯიბეკოვის განთქმული მუსიკალური კომედიის «ეს თუ არა, მაშინ ის» ეკრანიზაციაზე. ათაკიშიევი ოფიციალურად დაინიშნა არა მხოლოდ მთავარ ოპერატორად, არამედ კოსტიუმების მხატვრადაც. რეჟისორ ტოფიკ ტაგიზადესთან ერთობლივი თანამშრომლობით გადაღებულ იქნა ფილმი «შორეულ ნაპირებზე», რომელიც ეკრანებზე გამოვიდა 1958 წელს. იმავე წელს ის პირველად გამოვიდა დამდგემლი რეჟისორის ამპლუაში ფილმში «ერთი ციხესიმაგრის საიდუმლო», დადგმული მ. ტახმასიბას სცენარის მიხედვით.

1961 წელს ა. ათაკიშიევმა გადაიღო ფილმი «ჩვენი ქუჩა». 1964 წელს გადაიღო ფილმი «ჯადოსნური ხალათი», რომელიც 60-იანი წლების თაობის ბავშვებისათვის უსაყვარლეს ფილმად იქცა.

1970 წელს საჯაროდ გამოვიდა ა. ათაკიშიევის წიგნი «იბრაგიმის მოგზაურობა», განსაზღვრული ბავშვებისათვის.[1]