ალია გარაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალია გარაევა
Garayeva.jpg

ალია ნურგიანოვა გარაევა (აზერ. Aliyə Qarayeva, რუს. Алия Нургаяновна Гараева; დ. 1 იანვარი, 1988, ეკატერინბურგი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი/რუსი რიტმული ტანმოვარჯიშე. იგი რუსეთის სახელით 2005 წლამდე ასპარეზობდა, ხოლო შემდეგ, 2006-2012 წლებში აზერბაიჯანს წარმოადგენდა. მას მოპოვებული აქვს: 2011 წლის რიტმულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (ორჯერ), საერთაშორისო გრანდ პრიქსის ბრინჯაოს მედალი (ორჯერ) და აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონობა (ხუთჯერ).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარაევამ 2006 წელს ინდივიდუალური პერფორმენის გამო ორი აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. 2007 წლის მოსკოვის გრანდ პრიქსზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ორი ინდივიდუალური პერფორმენსისათვის. 2006 წელს მოსკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იგი მე-6 ადგილზე გავიდა. გარაევამ მესამე ადგილით დაასრულა რუსეთში, საბერძნეთსა და იტალიაში ჩატარებული ტურნირები.

2006 წელს, იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მე-4 ადგილით დაასრულა. 2007 წლის თებერვალში, მან გუნდთან ერთად იტალიის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გარაევამ ოლიმპიადაზე პირველად 2008 წელს იასპარეზა; მან პეკინში (ჩინეთი) ჩატარებული 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადა მე-6 ადგილით დაასრულა.

გარაევამ 2012 წლის სეზონი პრენზას მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მოგებითა და ტაშკენტში გამართულ მსოფლო თასზე ვეცხლის მედლის მოპოვებით დაიწყო. ამავე წელს, კარიერაში მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, საკვალიფიკაციო ეტაპში იგი მე-3 ადგილზე გავიდა. ოლიმპიადა საბოლოოდ მე-4 ადგილით დაასრულა.

2012 წელს, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ალია გარაევამ რიტმული ტანმოვარჯიშის პროფესიონალური კარიერა დაასრულა.[1] 2014 წელს მან რიტმული ტანვარჯიშის მწვრთნელის კარიერა დაიწყო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალია გარაევა დაიბადა 1988 წლის 1 იანვარს, დღევანდელ ეკატერინბურგში, თათრული წარმოშობის ოჯახში.[2] მისი დედა, ვასილინა ახატოვნა გარაევა რიტმული ტანვარჯიშის ტრენერია. გარაევა დაქორწინდა აზერბაიჯანელ ჯავიდ ჰაჯიევზე 2015 წლის 7 აგვისტოს. მათ პირველ შვილს ტიმური ქვია.[3] 2018 წლის 13 ოქტომბერს, წყვილს მეორე შვილი, სახელად ემილი, შეეძინა.[4] ისინი ამჟამად ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში, ცხოვრობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aliya Garayeva: Putting an End to Career Harder Than I Expected. Azerisport. 26 June 2013. Retrieved 7 August 2013.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 March 2016. წაკითხვის თარიღი: 2016-02-28.
  3. Timur Hajiyev's birth certificate.
  4. [1]