ალთინბაშის უნივერსიტეტი
ალთინბაშის უნივერსიტეტი (თურქ. Altınbaş Üniversitesi) — უნივერსიტეტი სტამბოლში (თურქეთი). დაარსდა 2008 წელს როგორც სტამბოლის ქემერბუგაზის უნივერსიტეტი, ამჟამინდელი სახელი მიიღო 2017 წელს. ალთინბაშის უნივერსიტეტს ჰყავს 5000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 89 ქვეყნიდან. უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 40% საერთაშორისოა.[1][2][3] აქვს 3 კამპუსი, რომლებიც მდებარეობს სტამბოლში, კერძოდ ბაღჯილარის, ბაქირქიოისა და შიშლის რაიონებში. ალთინბაშის უნივერსიტეტი სთავაზობს 30 საბაკალავრო, 34 ასოცირებულ, 28 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამას.
აკრედიტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალურად აღიარებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ (YÖK). არის საშუალო ზომის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (8000–8999 ჩასარიცხი ადგილი).
უნივერსიტეტი აკრედიტებულია ევროკავშირისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნების მიერ (ერაყი, ეგვიპტე).
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მედიცინის სკოლა
- საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა
- სტომატოლოგიის სკოლა
- ფარმაციის სკოლა
- ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
- სამართლის სკოლა
- გამოყენებითი მეცნიერებათა სკოლა
- მენეჯმენტის სკოლა
- სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Why Choose Altinbas? | Altinbas University.
- ↑ Altınbaş Üniversitesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-29. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
- ↑ ALTINBAŞ IN NUMBERS | Altinbas University.