ალექსი ყამარაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსი (ალექსანდრე) იაკობის ძე ყამარაული, ფსევდონიმი: კავკაველი ა. ყ. (დ. 1885, სოფ. კარკუჩა, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, — გ. 12 ნოემბერი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი, პუბლიცისტი.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ვლადიკავკაზში (კავკავი); იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-1917). 1918 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. რევოლუციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩრდილოეთ კავკასიაში.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარი, შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე. 1927 წელს მოაწყო ექსპედიცია ხევსურეთში ადგილობრივი საზოგადოებრივი მდგომარეობის და ზნე-ჩვეულებების შესასწავლად, რაც ხელისუფლებას ამ მთიანი კუთხის საბჭოთა სისტემაში ინტეგრაციაში უნდა დახმარებოდა. მომდევნო წლებში რუსულ და ქართულ ენებზე გამოსცა ეთნოგრაფიული შინაარსის ნარკვევი ხევსურეთის შესახებ. სტალინური რეპრესიების დროს, 1937 წელს დააპატიმრეს და „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დახვრიტეს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხევსურეთი : [ნარკვევი]. - ტფ. : სახელგამი, 1932 (კომუნისტი-ს სტ.).
  • Хевсурия : Очерки с приложением 41 фото-снимка / А.Я. Камараули. - Тифлис : Изд. "Культурного о-ва горцев Грузии", 1929 (Отд. тип. ККА).
  • Водное хозяйство ССР Грузии : Очерк / А.Я. Камараули ; С предисл. Г.Н. Гехтмана. - [Тифлис] : Отд. тип. ККА, 1928.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]