ალექსი პავლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსი პავლოვი
Alexey Petrovich Pavlov.jpg
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი) 1854
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი 1929(1929-09-09)[1] (74 წელი)
გარდ. ადგილი ბად-ტელცი, გერმანია[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1936–1955).svg სსრკ
საბჭოთა რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია და პალეონტოლოგია
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Moscow Imperial University
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Q4513768?, ანდრია არხანგელსკი, Vera Varsonofeva, Evgeny Milanovsky და Sergey Obruchev
მეუღლე მარია პავლოვა
ჯილდოები რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა Pavlov AP-sign-1890e.png

ალექსი პეტრეს ძე პავლოვი (რუს. Павлов, Алексей Петрович; დ. ძველი სტილით [19 ნოემბერი], ახალი სტილით [1 დეკემბერი] 1854, მოსკოვი, — გ. 9 სექტემბერი 1929, ბად-ტელცი, გერმანია) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1884 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია, ხოლო 1886 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „Aspidoceras acanthicum-ის ზონის ამონიტები“.

1886 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. აღსანიშნავია, რომ ალექსი პავლოვის მეუღლე მარია პავლოვა ასევე ცნობილი რუსი პალეონტოლოგი იყო.

ალექსი პავლოვის ძირითადი შრომები განეკუთვნება რუსეთის ევროპული ნაწილის სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერების ისტორიის საკითხებს. ფართოდ მუშაობდა აგრეთვე გეომორფოლოგიის დარგში. იგი რუსეთში გეომორფოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ავტორია რიგი ნაშრომებისა, რომელიც მიეძღვნა ვაკე-დაბლობების რელიეფის წარმოშობის საკითხებს. პავლოვმა გამოყო კონტინენტური ნალექების ორი ახალი ტიპი: დელუვიონი და პროლუვიონი. გეოლოგთა მნიშვნელოვანი სკოლა შექმნა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასევე გეოლოგთა აღზრდის საქმეში. მის მოწაფეთაგან იყვნენ შემდგომში ცნობილი გეოლოგები: ანდრია არხანგელსკი, მიხეილ პრიგოროვსკი, ოქტავიუს ლანგე და მრავალი სხვა. დაკრძალულია მოსკოვში.

იყო ლონდონის გეოლოგიური საზოგადოებისა და საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი; მინიჭებული აქვს ფრანგი პალეონტოლოგის ალბერ გოდრის სახელობის ოქროს მედალი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Генетические типы материковых образований ледниковой и послеледниковой эпохи, 1888;
  • Юрские и нижнемеловые Cephalopoda Северной Сибири, СПБ, 1914;
  • Неогеновые и послетретичные отложения Южной и Восточной Европы. Сравнительная стратиграфия пресноводных отложений, М., 1925;
  • Оползни Симбирского и Саратовского Поволжья, М., 1903;
  • Геологический очерк окрестностей Москвы, 5 изд., М., 1946;
  • Le Crétacé inférieur de la Russie et sa faune, М., 1901.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Варсанофьева В. А., Алексей Петрович Павлов и его роль в развитии геологии, 2 изд., М., 1947 (имеется список трудов П.).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]