დელუვიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დელუვიური ნალექები მთების ძირში

დელუვიონი, დელუვიური ნალექები (ლათ. deluo — ჩამოვრეცხავ) — მაღლობისა და მთის ძირში დაგროვილი ნალექები, რომლებიც წარმოადგენს ძირითადად ზედაპირული წყლების ჩამორეცხილ ან სიმძიმის ძალით ჩამოტანილ გამოფიტულ ფხვიერ ნაშალ მასალას. დელუვიონი ფართოდ არის გავრცელებული მთაში. იგი მთის ძირას წარმოქმნის დელუვიურ შლეიფებს. ფერდობებზე დელუვიონის მექანიკური შედგენილობა თანდათან იცვლება ზემოდან ქვემოთ-ღორღნარიდან თიხამდე. მრავალფეროვანი შედგენილობისაა; უმეტესად წარმოადგენს თიხნარს, ქვიშნარს ან უფრო მსხვილმარცვლოვან ნაშალ მასალას. დელუვიონში გვხვდება ოქროს, კალის, ვოლფრამისა და სხვა ქვიშრობი საბადოები. დაფიქსირებულია აზიის, ევროპისა და სხვა მთიან მხარეებში. ტერმინი შემოიღო რუსმა გეოლოგმა ალექსი პავლოვმა 1888 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 455, თბ., 1978 წელი.
  • Павлов А. П., Генетические типы материковых образований ледниковой и позднеледниковой эпохи,1888, т. 7, №7;
  • Обручев В. А., Основы геологии, М. — Л., 1947.