ნინო ალექსი-მესხიშვილი (1896-1956)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ალექსი-მესხიშვილი.
ნინო ალექსი-მესხიშვილი
დაბ. სახელი ნინო ალექსი-მესხიშვილი
დაბ. თარიღი 1896, თბილისი
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1956(1956-05-16)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი

ნინო ალექსი-მესხიშვილი (დ. 1896, თბილისი — გ. 16 მაისი, 1956, მოსკოვი) — დრამისა და ესტრადის ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1950). ლადო მესხიშვილის ქალიშვილი და ბარბარე ალექსი-მესხიშვილი და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს მოსკოვში ერთდროულად დაამთავრა პედაგოგიური და დრამატული კურსები. ხშირად გამოდიოდა მამას ერთად ვოდევილებსა და ფარსებში. მოღვაწეობდა რუსეთში (1914–1920, 1922–1925), კიევში (1920–1922) და თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში (1926–1928). განასახიერა კარმენსიტას (კონსტანტინე ლიპსკეროვის „კარმენსიტა“), ქსენიას (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვა როლები. 1928–1932 წლებში თბილისის ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო, ხოლო 1941–1946 წლებში ― კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობას იღებდა ფრონტებზე და ჰოსპიტლებში, აგრეთვე დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეებისათვის გამართულ კონცერტებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]