ნინო ალექსი-მესხიშვილი (1896-1956)
| ნინო ალექსი-მესხიშვილი | |
|---|---|
| დაბადების სახელი | ნინო ალექსი-მესხიშვილი |
| დაბადების თარიღი |
1896, თბილისი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
16 მაისი, 1956 მოსკოვი |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | მსახიობი |
ნინო ალექსი-მესხიშვილი (დ. 1896, თბილისი — გ. 16 მაისი, 1956, მოსკოვი) — დრამისა და ესტრადის ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1950). ლადო მესხიშვილის ქალიშვილი და ბარბარე ალექსი-მესხიშვილი და.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წელს მოსკოვში ერთდროულად დაამთავრა პედაგოგიური და დრამატული კურსები. ხშირად გამოდიოდა მამას ერთად ვოდევილებსა და ფარსებში. მოღვაწეობდა რუსეთში (1914–1920, 1922–1925), კიევში (1920–1922) და თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში (1926–1928). განასახიერა კარმენსიტას ( კონსტანტინე ლიპსკეროვის „კარმენსიტა“), ქსენიას (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვა როლები. 1928–1932 წლებში თბილისის ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო, ხოლო 1941–1946 წლებში ― კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობას იღებდა ფრონტებზე და ჰოსპიტლებში, აგრეთვე დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეებისათვის გამართულ კონცერტებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 302.