ალექსეევკის ჭიშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსეევკის ჭიშკარი
Алексеевские ворота
Azov Alexeyevsky Gate 2.JPG
კოორდინატები 47°07′01″N 39°25′16″E / 47.117028° ჩ. გ. 39.421° ა. გ. / 47.117028; 39.421
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება XVII-XVIII საუკუნეები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110021002

ალექსეევკის ჭიშკარი (რუს. Алексеевские ворота) — სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების ძეგლი. საუკუნის აზოვის ციხესიმაგრის ყოფილი მთავარი შესასვლელი. თავად ჭიშკარი თარიღდება მოგვანო პერიოდით, XVII-XVIII საუკუნეებით. ალექსეევკის კარიბჭე იყო ციხესიმაგრის მთავარი, სამხრეთის შესასვლელი. იგი არის აზოვის ციხესიმაგრის ერთადერთი დღემდე შემონახული ნაწილი, რომელიც შეტანილია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზოვის ციხესიმაგრე, რომელიც ააშენეს ოსმალებმა XV საუკუნეში, რუსეთის ხელში გადავიდა 1696 წლიდან პეტრე I-ის აზოვის ლაშქრობის შედეგად. აზოვის ციხის ოფიციალურად რუსეთზე მიკუთვნება მოხდა 1700 წლის კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დაიდო რუსეთსა და ოსმალეთს შორის. XVIII საუკუნეში რუსმა სამხედრო ინჟინრებმა ავსტრიელი ანტონი ლავალის ხელმძღვანელობით მოახდინეს ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია და ააშენეს 11 კარიბჭე, მათ შორის ალექსეევკის კარიბჭეც. თავდაპირველად ალექსეევკის ჭიშკარი იყო ხის, მაგრამ 1801-1805 წლებში იგი გადააკეთეს და ააშენეს ქვის კარიბჭე[2].

1935 წელს აზოვის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე როსტოვის ოლქის ძეგლთა დაცვის ბიურომ დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ამ პერიოდისათვის აზოვის ციხე სრულიად დანგრეული იყო. ალექსეევკის ჭიშკრიდან დარჩა მხოლოდ ორი პარალელური ქვის კედელი. რესტავრაციის პროცესში არქიტექტორები და ისტორიკოსები ცდილობდნენ ალექსეევკის კარიბჭისთვის შეენარჩუნებინათ ადრინდელი სახე. კარიბჭე ამჟამად წარმოადგენს კამაროვან გვირაბს, რომელიც აგებულია ქვით და აგურით. ჭიშკრის კედლებზე დაყენებულია რამდენიმე მემორიალური დაფა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ВОРОТА АЛЕКСЕЕВСКИЕ
  2. Алексеевские ворота. Памятники Дона. წაკითხვის თარიღი: 2017-03-06.
  3. Крепостные валы с Алексеевскими воротами. Ассоциация малых туристских городов. წაკითხვის თარიღი: 2017-03-06.