ალექსანდრე I-ის ძეგლი (მოსკოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე I-ის ძეგლი
რუს. Памятник Александру I
Alexander I monument in Moscow 20.11.2014.jpeg
კოორდინატები 55°45′02″N 37°36′48″E / 55.75054° ჩ. გ. 37.61322° ა. გ. / 55.75054; 37.61322
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი იგორ ვოსკრესენსკი
მოქანდაკე სალავატ შჩერბაკოვი
მასალა ბრინჯაო
თარიღდება 2014

ალექსანდრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Александру I) — ბრინჯაოს ქანდაკება მოსკოვის ცენტრში. მდებარეობს ალექსანდრეს ბაღში. აღმართულია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის პატივისცემის ნიშნად. ძეგლის ავტორია რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე სალავათ შჩერბაკოვი და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არქიტექტორი იგორ ვოსკრესენსკი. ძეგლი გაიხსნა ალექსანდრეს ბაღში 2014 წლის 20 ნოემბერს, ბოროვიცკის ჭიშკართან ახლოს[1][2][3][4]. იგი ალექსანდრე I-ის პირველი ძეგლის მოსკოვში[5].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლზე გამოსახულია ალექსანდრე I სააღლუმე ფორმაში, რომელიც კვარცხლბეკზე დგას. იმპერატორს ხელში უჭირავს დაშნა, მის ფერხთით კი დევს მტრის იარაღი, იმპერატორს მხარზე მოგდებული აქვს მოსასხამი. მონუმენტის პირდაპირ აღმართულია ბრინჯაოს ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია ბოროდინოს ბრძოლა, ასევე საფრანგეთ-რუსეთის ომის სხვა ბრძოლები და მხედართმთავრები, ასევე თავად ალექსანდრე I, სერაფიმ საროველი და აგრეთვე ორი ტაძარი - მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი და სანქტ-პეტერბურგის ყაზანის ტაძარი[3].

მონუმენტის პროექტი შეარჩიეს კონკურსის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა რვა მოქანდაკე, მათ შორის ზურაბ წერეთელი. კონკურსანტებმა წარმოადგინეს ძეგლის რამდენიმე ვარიანტი. 2014 წლის აგვისტოში გამოავლინეს კონკურსის ფინალისტები. პროექტის გამარჯვებული დახურული კენჭისყრით საშუალებით გახდა სალავათ შჩერბაკოვის, ანდრია კოვალჩუკისა და ალექსანდრე რუკავიშნიკოვის ნამუშევარი[6].

ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2014 წლის 20 ნოემბერს. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]