შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ციბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ციბაძე (დ. 1 ოქტომბერი, 1936, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1962-1967 წლებში იყო ბორჯომში სანატორიუმ „ლიკანის“ ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექიმი. 1967-1990 წლებში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კიბერნეტიკის განყოფილების გამგე. 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დირექტორი. ავტორია 123 სამეცნიერო ნაშრომისა კურორტოლოგიასა და ფიზიოთერაპიაში, ბიოფიზიკასა და კიბერნეტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: „Взаимодействие вирусов и клеток на фоне магнитного поля“ (Тбилиси, 1992), „ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენა ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციასა და ცხოველმოქმედებაზე“ (თბილისი, 1993). გამოცემული აქვს 2 მეთოდური მითითება, ლექსიკონი და 4 სახელმძღვანელო.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექსში ბორჯომის მინერალური წყლის მომატებული დოზების გავლენა კუჭისა და თირკმელების ფუნქციურ ურთიერთობაზე“, დაიცვა 1969 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ამინდისა და ჰელიოგეოფიზიკურ ფაქტორთა გავლენა სისტემათშორის ურთიერთობაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში“, დაიცვა 1989 წელს.

  • 2000 — ღირსების ორდენი
  • ფიზიკა და ბიოფიზიკა: სახელმძღვ. თბილისი, გეორგიკა, 2014, გვ. 251
  • სპა და ბალნეოთერაპია: მონოგრაფია, თბილისი, ფარნავაზი, 2013, გვ. 116
  • სამედიცინო და ბიოლოგიური ფიზიკა (თანაავტორი) // ნაწ.1. 2002, გვ. 165
  • სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსტატისტიკის საფუძვლები: სამედ. უნ-ტის სტუდეტებისათვის, 2003, გვ. 268
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 337
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 78

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]