მსტისლავ კელდიშის სახელობის ოქროს მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მ. ვ. კელდიშის სახელობის ოქროს მედალი ენიჭება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ (1991 წლამდე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მიერ) 1980 წლიდან გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის სფეროში გამოჩენილი მუშაობისთვის. იგი ატარებს რუსი მეცნიერის მსტილავ ვსევოლოდის ძე კელდიშის სახელს.

მედლის წინა მხარე
მედლის უკანა მხარე 1992 წლამდე
მედლის უკანა მხარე 1992 წლიდან

მედალი დაწესდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წინადადებით სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 ივლისის No691 ბრძანებულებით „აკადემიკოს მ. ვ. კელდიშის ხსოვნის უკვდავსაყოფად და მისი ოჯახის უზრუნველსაყოფად“. 1996 წლამდე მედალი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიცემოდა[1]. 1996 წლიდან მედალი გაიცემა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

დაჯილდოვებული მეცნიერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის დასაწყისისთვის მედლით დაჯილდოებულნი არიან შემდეგი მეცნიერები:

წელი პრემიის ლაურეატი სამუშაოს სახე
1980 გური ივანეს ძე მარჩუკი სამუშაოების ციკლისთვის "მათემატიკური მოდელირების ახალი მეთოდების შემუშავება და შექმნა"
1984 ევგენი ივანეს ძე ზაბაბახინი ენერგიის შეუზღუდავი დაგროვებაზე მუშაობის ციკლისთვის
1987 ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კოტელნიკოვი კოსმოსის ძიების სამუშაოების ციკლისთვის
1990 ანდრეი ნიკოლოზის ტიხონოვი სამუშაოების ციკლისთვის "მათემატიკური ფიზიკის არასტაბილური ამოცანების ფართო კლასების რეგულაციის მეთოდების შესახებ"
1993 ანდრეი ალექსანდრეს ძე გონჩარი მიახლოების თეორიაზე მუშაობისთვის
1996 პელაგია იაკობის ასული კოჩინა ჰიდროდინამიკისა და ფილტრაციის თეორიის სამუშაოების ციკლისთვის
2001 დიმიტრი ევგენის ძე ოხოციმსკი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის გამორჩეული შედეგებისთვის
2006 ვიქტორ ანტონის ძე სადოვნიჩი ოპერატორთა სპექტრულ თეორიაზე სამუშაოების ციკლისთვის
2010 თემურ მაგომეტის ძე ენეევი მექანიკისა და მოძრაობის კონტროლის სამუშაოების ციკლისთვის
2016 მიხაილ იაკობის ძე მაროვი კოსმოსური კვლევებისა და გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის სფეროში ძირითადი სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტაში განსაკუთრებული წვლილისთვის
2021 ბორის ნიკოლოზის ძე ჩეტვერუშკინი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის შესანიშნავი შედეგებისთვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]