შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ელიოზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ელიოზაშვილი (გ. 1883) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე, განათლებით აგრონომი.

1870-იან წლებში, შვეიცარიაში სწავლის დროს, ქართველი ახალგაზრდობის რევოლუციური საზოგადოების „უღლის“ წევრი იყო. იცავდა რუსეთის რევოლუციაში ქართველების მონაწილეობის იდეას, წინააღმდეგი იყო რუსეთისაგან კავკასიის გამოყოფისა. 1880-იანი დამდეგს აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ნაროდოვოლელთა წრის საქმიანობაში, რისთვისაც დააპატიმრეს. თავდებით დროებით გაათავისუფლეს. გამოძიების დასრულების შემდეგ მიუსაჯეს რუსეთის ერთ-ერთ შორეულ გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ როდესაც, 1883 წლის დეკემბერში, ჟანდარმებმა გადასახლებაში გადასაგზავნად მიაკითხეს, თავი მოიკლა.

  • ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახევარი), თბ., 1967.
  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.