უღელი (საზოგადოება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უღელი (მრავალმნიშვნელოვანი).

„უღელი“საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდობის მიერ დაარსებული საზოგადოება. ჩამოყალიბდა 1873 წელს ციურიხში. საზოგადოების მიზანი იყო საზღვარგარეთმყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში, საერთოდ, კავკასიაში. 1873 წლის ნოემბრის თვეში ციურიხის „უღელის“ წევრთა უმრავლესობა ჟენევაში გადავიდა და იქ ჩამოაყალიბა ჟენევის „უღელი“, რომელმაც 1876 წლამდე იარსება. მალე მათ შეუერთდნენ ქართველი ხალხოსანი რევოლუციონერები. „უღლის“ მესვეურები იყვნენ გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სერგეი მესხი. „უღლის“ ყველა წევრის ოცნება იყო სამშობლოს განთავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. ისინი აიდეალებდენ სახელმწიფოებრიობის რესპუბლიკურ ფორმას. აქტიურად სწავლობდნენ სოციალისტურ იდეებს, ეცნობოდნენ I ინტერნაციონალური სექციის მუშაობას და მონაწილეობდნენ მის კრებებში. დიდ ყურადღებას უთმობდნენ ლიტერატურულ კრიტიკას და ესთეტიკას. ხელს უწყობდნენ ქართულ ლიტერატურაში ევროპული მხატვრული კულტურის ათვისებას. მათვე შეიმუშავეს ქართული სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შედგენის გეგმა და ჩამოაყალიბეს მთარგმნელთა კომისია.„უღელმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულ და ევროპულ ცივილიზაციასთან ქართული კულტურის შემოქმედებით დაკავშირებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბზიანიძე გ., ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, თბ., 1959;