ნაროდნაია ვოლია
ნაროდნაია ვოლია — რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნეში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1879 წელს „ზემლია ი ვოლიას“ ორად გაყოფის შემდეგ. ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს პროფესიონალმა რევოლუციონერებმა. ის იყო კარგად ორგანიზებული, ცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში ედგა აღმასრულებელი კომიტეტი (ა. მიხაილოვი, ა. კვიატკოვსკი, ა. ჟელიაბოვი, ს. პეროვსკაია, ვ. ფიგნერი). მას ემორჩილებოდა ადგილობრივი და სპეციალური (მუშათა, სტუდენტთა) ჯგუფები. 1879-1883 წლებში ორგანიზაციას 500-მდე წევრი ჰყავდა და 50-მდე ქალაქში იყო წარმოდგენილი. 1881 წლის 1 მარტს ალექსანდრე II-ის მოკვლის შემდეგ ორგანიზაციაში იდეური და ორგანიზაციული კრიზისი დაიწყო. მთავრობდა დევნიდა ორგანიზაციის წევრებს. 1879-1883 წლებში გაიმართა 70 სასამართლო პროცესი, რომლებზეც 2000-მდე ნაროდოვოლელი გაასამართლეს. 1884 წელს ორგანიზაციის აღორძინება სცადა გ. ლოპატინმა, შემდეგ პ. იაკუბოვიჩმა (1883-1884), ლ. შტენბერგმა (1885) და ს. გინსბურგმა (1889)
პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაროდნაია ვოლია მოითხოვდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღებას, სიტყვის, სინდისის, ბეჭდვის და შეკრების თავისუფლებას, სათემო თვითმმართველობას, მიწების გადაცემას ხალხისთვის, არმიის ჩანაცვლებას სახალხო ლაშქრით, ხალხების თვითგამორკვევის უფლებას. ორგანიზაციის პროგრამაში იყო როგორც დემოკრატიული ასევე სოციალური ამოცანები. ხალხოსნებისგან განსხვავებით, აღიარებდა თვითმპყრობელობასთან პოლიტიკური ბრძოლის აუცილებლობას, თუმცა იზიარებდა ხალხოსნების აზრს, რომ რუსეთი კაპიტალიზმის გვერდის ავლით გლეხთა რევოლუციით მივიდოდა სოციალიზმამდე. ორგანიზაციის გამოცემები იყო გაზეთები „ნაროდნაია ვოლია“ და „რაბოჩაია გაზეტა“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 322-323.