ალექსანდე აბუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდე აბუში
Bundesarchiv Bild 183-E1114-0201-004, Berlin, 1. DSV-Jahreskonferenz, Alexander Abusch.jpg
დაბ. თარიღი 14 თებერვალი 1902(1902-02-14)[1] [2]
დაბ. ადგილი კრაკოვი[3]
გარდ. თარიღი 27 იანვარი 1982(1982-01-27)[1] [2] (79 წელი)
გარდ. ადგილი აღმოსავლეთი ბერლინი[1]
დასაფლავებულია The Socialists' Memorial
საქმიანობა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა გერმანული ენა[2]
მოქალაქეობა Flag of East Germany.svg გდრ
ჯილდოები Order of Karl Marx, გდრ-ის ეროვნული პრემია, Star of People's Friendship, Medal Carl von Ossietzky, Medal for Fighters Against Fascism, Franz Mehring award და Patriotic Order of Merit in bronze

ალექსანდე აბუში (გერმ. Alexander Abusch; დ. 14 თებერვალი, 1902, კრაკოვი — გ. 27 იანვარი, 1982, აღმოსავლეთ გერმანია) — გერმანელი პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, 1918 წლიდან გერმანიის კომუნისტური პარტიის, 1946 წლიდან გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის წევრი. 1961 წლიდან გდრ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე. მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესის მუდმივი სომიტეტის წევრი, ეროვნული პრემიის ლაურეატი (1955).

ალექსანდე აბუშის ნაწარმოებთაგან, რომლებიც მარქსისტული თვალსაზრისით აშუქებენ კლასიკური და თანამედროვე გერმანული ლიტერატურის საკითხებს, აღსანიშნავია: „ერთი ერის მცდარი გზა“ (1945), „ლიტერატურა და სინამდვილე“ (1952), „იოჰანეს რობერტ ბეხერი“ (1953), „შილერი. გერმანელი გენიოსის სიდიადე და ტრაგიზმი“ (1955), „სოციალიტური კულტურისათვის იდეოლოგიურ ბრძოლაში“ (1957), „სოციალიზმის ხანის ლიტერატურა“ (1967).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]