შინაარსზე გადასვლა

ალბანეთის მაგისტრალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიჩქარის შეზღუდვები ალბანეთში

ალბანეთის ავტომაგისტრალები — ახლად შექმნილი ალბანეთის გზის სისტემის ერთ-ერთი ნაწილი. 1991 წლის კომუნიზმის დაცემის შემდეგ დაიწყო მაგისტრალების შენება. პირველი მაგისტრალი ალბანეთში - SH2 აერთებს ტირანასა და დურესს ვორას გავლით. 2000-იანების შემდეგ მთავარი გზები საგრძნოლად გაუმჯობესდა, თუმცა საგზაო უსაფრთხოების ნორმებისა და დაგეგმარების დონე უმაღლესი არ არის.[1] დღემდე შენდება ახალი გზები, ირგვება ხეები და მწვანდება გზის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე იდგმება საგზაო ნიშნები. ამასთანავე, ზოგი მნიშვნელოვანი გზა ნადგურდება შეუკეთებლობის გამო, ზოგი კი - დაუმთავრებელი რჩება.

პირველი მაგისტრალი ალბანეთში - SH2

ანტიკური ხანიდან ალბანეთის ტერიტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა იმპერიების გზაჯვარედინზე. რომაული იმპერიის ზეობისას ალბანეთზე გამავალი გზა Via Egnatia ადრიატიკის საზღვაო ტერიტორიას ბიზანტიასთან აერთებდა. ალბანეთის გზების სიგრძე გაორმაგდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამი ათწლეულის განმავლობაში და 80-იანი წლებისთვის მთელი ქვეყნის შორეული მთები გზით დაუკავშირდა დედაქალაქ ტირანასა და ადრიატიკისა და იონის ზღვების ნავსადგურებს. პირადი მანქანის მფლობელობა არ იყო ნებადართული და ტრანსპორტის მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფლობა იყო ნებადართული: მოტოციკლები, ტრაქტორები, ველოსიპედები და ა.შ. სოფლების გზები ვიწრო, ორმოებიანი იყო და მას იყენებდნენ ფეხით მოსიარულეები, მეეტლები და ველოსიპედისტები.

საგზაო სისტემა წინა დეკადაში განისაზღვრა და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ტიპი სახელი Definition
მაგისტრალი (Rrugë Autostradale) საავტომობილო გზის უმაღლესი დონე. აღინიშნება ლათინური "A#" ასოთი მწვანე ფონზე.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა (Rrugë Shtetërore) მთავარი და ყველაზე ხშირი გზის დონე, აერთებს მთავარ ქალაქებს. აღინიშნება "SH #" ლურჯ ფონზე.
გარეუბნის გზა (Rrugë Rrethi) გზის უფრო დაბალი დონე, რომლებიც ძირითადად გაურბნებში გვხვდება. აღინიშნება "Rr #" ლურჯ ფონზე.
მუნიციპალური გზა (Rrugë Komunale) გზის ყველაზე დაბალი დონე, ძირითადად სოფლად გვხვდება. აღინიშნება "K #" თეთრ ფონზე.

2014 წელს ალბანეთის მთავრობის მთავარი მიზანი იყო დაესრულებინათ გზები, რომლების აშენებაც შეწყდა დაფინანსების არარსებობის გამო. მეორე პრიორიტეტი არბერის მაგისტრალის აგება იყო, რომელიც დედაქალაქ ტირანას აერთებს ქალაქ დებართან (ჩრდილოეთი მაკედონია). საბოლოოდ, ეს გზა ევროპული კორიდორის ნაწილი გახდა, რომელიც ალბანეთს უკავშირებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს. ამას გარდა, ალბანეთის მთავრობა კიდევ რამდენიმე ავტოსტრადის აგებას გეგმავს და დასრულების შემდეგ ალბანეთს 759 კილომეტრიანი გზა ექნება მეზობლებთან დასაკავშირებლად.

A1 მაგისტრალი
Krraba Tunnel A3 მაგისტრალი
სახელმწიფო გზა 2
მაგისტრალები
დურესილაჩიმილოტირეშენიკუკესიმორინა
ფიერივლორა
ტირანა - ელბასანი
სახელმწიფო გზები
SH1: ტირანაშკოდერიჰანი ი ჰოტიტი
SH2: ტირანადურესი
SH3: ტირანაელბასანიპოგრადეციკორჩაკაპშტიცა
SH4: დურესიფიერიგიროკასტრაკაკავია
SH5: შკოდერიპუკაკუკესიმორინა
SH6: მილოტიბულქიზაპეშკოპი
SH7: როგოჟინაელბასანი
SH8: ფიერივლორასარანდა
SH9: ქაფასან
SH52: ვორაფუშა-კრუია
SH75: კორჩაპერმეტიკლისურატეპელენა