ალბანეთის გაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბანეთის ოკუპაცია სერბეთის, მონტენეგროსა და საბერძნეთის მიერ, ბალკანეთის პირველი ომის დროს.
ალბანური სახელმწიფოს რუკა შემოთავაზებული ალბანეთის სამთავრობოს დროებითი მთავრობის მიერ, შედარებით ბალკანეთის ლიგის, საფრანგეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულთან.

ალბანეთის გაყოფა (ალბ. Copëtimi i Shqipërisë) — ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ალბანანური სახელმწიფოს დაყოფისას, რომელმაც 1912 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. ახლადშექმნილი ალბანეთის სამთავროს მოწყობა 1912-1913 წლების ლონდონის სამშვიდობო კონფერენციის (29 ივლისი 1913) მიერ და დროის ექვსი დიდი სახელმწიფოს ელჩების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, რუსეთი და იტალია) მონაწილეობით, ალბანელი მოსახლეობა დატოვეს ახლადგაყვანილი საზღვრის ორივე მხარეს. ალბენეთის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები განიხილავდნენ ამას, როგორც ალბანელი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების დაყოფას, ასევე იმ ტერიტორიების, რომელიც შეიცავდა ალბანეთის ვილაიეთი.[1][2][3]

ალბანეთის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, იგეგმებოდა ალბანეთის გაყოფა პირველი მსოფლიო ომის დროს.[4] თუმცა, ალბანეთი არ იყო დანაწევრებული და შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებელი არსებობა.[5] ალბანეთის დაყოფის დამატებითი გეგმები მეორე მსოფლიო ომის დროს შემდეგაც იყო.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშკარად დაყოფილი ოსმალეთის ოთხი ვილაიეთი (იშკოდრა, იანინა, მონასტირისა და კოსოვო, რომელიც პრიზრენის ლიგის მიერ, მიენიჭა სრული ავტონომია)

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა საგრძნობლად შეამცირა ოსმალეთის ტერიტორიები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რის გამოც იმპერიას მხოლოდ მცირედი ძალაუფლება გააჩნდა მაკედონიასა და დასავლეთ ბალკანეთზე. ალბანელები ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში 1479 წლიდან, შკოდერის დაცემიდან იყვნენ. რეგიონი, რომლის შემოერთება უნდოდა ალბანელების ეროვნულ ლიდერს, ეთნიკურად არაერთგვაროვანი იყო, რომელიც შედგებოდა ასევე ბულგარელებისგან, ბერძნებისგან, სერბებისგან, თურქებისგან და არომანიელებისგან,[7][8] თუმცა სამი ფრაშერი (ან შემსედინ სამი) ამტკიცებდა, რომ ალბანელები წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას ოთხ ვილაიეთში: იშკოდრას, იანინას, მონასტირისა და კოსოვოს.[9] პირველი ომის შემდგომი ხელშეკრულება, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება 1878 წლის 3 მარტს დაიდო, რომლის მიხედვით, ალბანელებით დასახლებული მიწები სერბეთს, მონტენეგროსა და ბულგარეთს გადაეცა. ავსტრია-უნგრეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაბლოკა ეს ხელშეკრულება, რადგან იგი რუსეთს უპირატეს პოზიციას აძლევდა ბალკანეთში და ამით არღვევდა ევროპის ძალთა ბალანსს. ამ დავაზე სამშვიდობო კონფერენცია, მოგვიანებით იმავე წელს ბერლინში გაიმართა. ბერლინის კონგრესმა, მონტენეგროს დაუთმო ქალაქი ბარი და პოდგორიცა, ასევე სამთო სოფლების, გუსინიესა და პლავის გარშემო მდებარე ტერიტორიები, რომლებსაც ალბანელი ლიდერები, ალბანეთის ტერიტორიად მიიჩნევდნენ და ზუსტად ეს ჩათვალეს, როგორც ალბანელებით დასახლებული ტერიტორიების გაყოფა.[10] 1879 წლის თებერვალში, ძალებმა მოითხოვეს, რომ პორტას უარი ეთქვა ალბანელების მოთხოვნილ ტერიტორიებზე: პლავზე, პოდგორიცაზე, გუსიასა და ბარზე და გაიყვანა ოსმალეთის ჯარი სადავო ზონებიდან.

ბერლინის კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანელები ბერლინის კონგრესს აფასებენ, როგორც ალბანელებით დასახლებული ზოგიერთი ტერიტორიის გაყოფას, რომლებიც ითვლება ალბანეთის ვილაიეთის ნაწილად. კონგრესმა მონტენეგროს გადასცა ქალაქები ბარი და პოდგორიცა, ასევე და მთიანი სოფლები გუსინიე და პლავი და მის გარშემო არსებული ტერიტორიები. ალბანელებმა, რომ შეაჩერონ ტერიტორიების დაკარგვა, სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენდნენ, შექმნეს პრიზრენის ლიგა და უწევდნენ ორგანიზებულ შეიარაღებულ წინააღმდეგობას გუსენიესა და პლავში, სადაც მონტენეგროს ძალებმა სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. იმ დროის მესაზღვრემ სიტუაცია აღწერა, როგორც „მცურავი სისხლი“. წინააღმდეგობის შედეგად, კონგრესმა გადაწყვიტა ულცინი გადაეცა მონტენეგროსთვის. პრიზრენის ლიგის ძალები, იძულებული იყო უკან დაეხია ულცინიდან, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის ჯარებმა გაანადგურა ისინი, დერვიშ ფაშას ხელმძღვანელობით.[11]

ბალკანეთის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, ვლორა, 1912 წელი.

1912 წლის 8 ოქტომბერს, მონტენეგროს ჯარმა შკოდრას ვილაიეთში შევიდა. ამას მოჰყვა სერბეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ოსმალეთის იმპერიისათვის ომის გამოცხადება, რითაც დაიწყო ბალკანეთის პირველი ომი. მონტენეგროს, სერბეთისა და საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა, შეაღწიეს მკვეთრად ალბანელებით დასახლებულ ტერიტორიებს და შეეცადეს შეეცვალათ ეთნიკური რეალობა ალბანელი მოსახლეობის განადგურებით, სადაც 1913 წლის დასაწყისითვის დაახლოებით 25 000 ალბანელი მოკლეს.[12] მონტენეგროს, სერბეთისა და საბერძნეთის მიერ, დასავლეთ ბალკანეთის ტერიტორიების გაყოფის გეგმებით შეშფოთებული ალბანელი დელეგატები შეიკრიბნენ ვლორის კონგრესზე, სადაც 1912 წლის 28 ნოემბერს, ალბანეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.[13]

1912 წლის 3 დეკემბერს, იმ დროის ექვსი დიდი სახელმწიფოს ელჩები (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, რუსეთი და იტალია), ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ, რომ გადაწყვიტონ ალბანელებით დასახლებული ტერიტორიების ბედი. დიდი განხილვების შემდეგ, ელჩებმა მიაღწიეს ფორმალურ გადაწყვეტილებას, რომ 1913 წლის 29 ივლისს შეექმნათ ალბანეთის სამთავრო, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნებოდა, მაგრამ ამ დროს, დამოუკიდებელი ალბანეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი და ეთნიკურად ალბანელი მოსახლეობის დაახლოებით 30%-40%[14], გადაეცემოდა სერბეთს, მონტენეგროსა და საბერძნეთს. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთი მოკლებული იქნებოდა მისი ეთნიკური ტერიტორიების ნახევარზე მეტს, ალბანეთი გახდებოდა სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ოსმალეთის იმპერიისგან.[15][16]

ალბანეთის საზღვრის განსაზღვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთში გაიგზავნა რიგი საზღვრის დამდგენი კომისია, რომ განისაზღვროს ახალი სახელმწიფოს საზღვრები, ეთნოგრაფიულ საფუძველზე, ლონდონის მშვიდობის კონფერენციის პირობების შესაბამისად. თუმცა კომისიამ, რომელიც ვერ განსაზღვრა სამხრეთ ალბანეთის საზღვარი ამ საფუძველზე, მოიშველია ისეთი საფუძვლები, როგორიცაა ეკონომიკური, სტრატეგიული და გეოგრაფიული არგუმენტები, რომ მოეხდინა სამხრეთი საზღვრის დელიმიტაცია. შედეგად, სადავო ტერიტორიების დიდი ნაწილი ალბანეთს დარჩა. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის აჯანყება, რომელიც რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა იყო, ხოლო ეს დავა კორფუს პროტოკოლმა დაარეგულირა.[17]

ალბანეთის შემდგომი გაყოფის გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს ალბანეთის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროს არსებობდა ალბანეთის გაყოფის გეგმები. 1915 წელს, ლონდონში ხელმოწერილ საიდუმლო ხელშეკრულებაში შედიოდა ქვეყნის გაყოფა.[4] ამ ხელშეკრულების მიხედვით, 1919 წელს იტალიამ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით იგეგმებოდა ალბანეთის ანექსია, ხელმომწერი ორი ქვეყნის მიერ.[18] ამ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ცნობილია როგორც „ვენიზელოს-ტიტონის შეთანხმება“, გაფორმებული 1919 წლის 20 ივლისს, ჩრდილოეთ ეპირუსი (სამხრეთ ალბანეთის ნაწილი) იქნებოდა ჩართული საბერძნეთის შემადგენლობაში, ხოლო საბერძნეთს უნდა ეღიარა იტალიური მანდატი ცენტრალურ ალბანეთზე.[19]

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ალბანეთი იმყოფებოდა იტალიის პირად გაერთიანებაში, იგეგმებოდა ქვეყნის გაყოფა იუგოსლავიასა და იტალიას შორის.[6] მეორეს მხრივ, 1944 წელს, როდესაც ალბანეთი მოექცა კომუნისტური კონტროლის ქვეშ, აშშ-ის სენატის რეზოლუციამ, მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ ეპირუსის საბერძნეთის შემადგენლობაში შესვლას.[20]

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის საზღვრები დაარსდა 1913 წელს, რომელმაც დიდი რაოდენობით ეთნიკური ალბანელი მის ფარგლებს გარეთ დატოვა, შედეგად ბევრი მათგანი გადმოვიდა ან და იძულებით გააძევეს ალბანეთის აღიარებულ საზღვრებში.[21] კოსოვოში, სერბეთის ჯარი ცდილობდა შეეცვალა დემოგრაფიული რეალობა, მასობრივი გაძევების მეშვეობით. შედეგად, 1918-1941 წლებში, 100 000-ზე მეტმა ალბანელმა დატოვა კოსოვო.[22][23]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Merrill, Christopher (1999). Only the Nails Remain: Scenes from the Balkan Wars. Rowman & Littlefield, გვ. 230. ISBN 9780742516861. 
  2. Magocsi, Paul R. (1999) Encyclopedia of Canada's peoples. University of Toronto Press, გვ. 180. ISBN 9780802029386. წაკითხვის თარიღი: 1 February 2012. 
  3. Schwandner-Sievers, Stephanie (2002) Albanian identities: myth and history. Indiana University Press, გვ. 44. ISBN 9780253341891. „..events of 1913 when a major part of the Albanian-inhabited territories was partitioned among neighbouring Balkan states.“ 
  4. 4.0 4.1 Staar, Richard F. (1984). Communist regimes in Eastern Europe, 4. ed., 3. print., Stanford, Calif.: Hoover Inst. Press, Stanford Univ., გვ. 3. ISBN 978-0-8179-7692-7. 
  5. U.S.-ALBANIAN RELATIONS AND ALBANIA’S PROGRESS TOWARD EU AND NATO. CENTER FOR STRATEGIC AND INTERNATIONAL STUDIES. წაკითხვის თარიღი: 4 February 2012.
  6. 6.0 6.1 Fischer, Bernd J. (1999). Albania at war : 1939-1945. London: Hurst, გვ. 15. ISBN 978-1-85065-531-2. 
  7. Pavlowitch, Stevan K. (1999). A history of the Balkans, 1804 - 1945. London [u.a.]: Longman, გვ. 146. ISBN 978-0-582-04584-2. 
  8. Király, Béla K. (1985) რედ. Gale Stokes: Insurrections, wars, and the Eastern crisis in the 1870s. Boulder: Social Science Monographs, გვ. 148. ISBN 978-0-88033-090-9. 
  9. Gawrych, George Walter (2006). The crescent and the eagle: Ottoman rule, Islam and the Albanians, 1874-1913. I.B.Tauris, გვ. 99–101. ISBN 9781845112875. „Albanians comprised a majority in all four provionces“ 
  10. Miranda Vickers (1999). The Albanians: a modern history. I.B.Tauris, გვ. 35. ISBN 978-1-86064-541-9. წაკითხვის თარიღი: 1 February 2012. 
  11. Warrander, Gail (2011). Kosovo. Bradt Travel Guides, გვ. 14. ISBN 9781841623313. 
  12. Levene, Mark (2013). Devastation: Volume I: The European Rimlands 1912-1938. Oxford University Press, გვ. 106. ISBN 9780199683031. წაკითხვის თარიღი: 23 December 2013. 
  13. Albania: History. Encyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 31 January 2012.
  14. Elsie, Robert (2010), „Independent Albania (1912—1944)“, Historical dictionary of Albania, Lanham: Scarecrow Press, с. lix, ISBN 978-0-8108-7380-3, OCLC 454375231, https://books.google.com/books?id=haFlGXIg8uoC&pg=PR59&dq=%22%22Independent+Albania+(1912%22%22robert+elsie&hl=en&sa=X&ei=L6AtT7TZLsT04QS4gcX_DQ&redir_esc=y#v=onepage&q=%22Independent%20Albania%20(1912%22&f=false. წაკითხვის თარიღი: 4 February 2012
  15. Elsie, Robert. The Conference of London. წაკითხვის თარიღი: 5 January 2012.
  16. Vickers, Miranda (1999). The Albanians: a modern history. I.B.Tauris, გვ. 70–80. ISBN 9781860645419. 
  17. Draper, Stark. The conceptualization of an Albanian nation. Ethnic and Racial Studies. Volume 20, Number 1. წაკითხვის თარიღი: 2 February 2012.
  18. (ed.), Stephanie Schwandner-Sievers ... (2002). Albanian identities : myth and history, 1. publ., London: Hurst, გვ. 135. ISBN 978-1-85065-572-5. 
  19. Burgwyn, H. James (1997). Italian foreign policy in the interwar period : 1918 - 1940, 1. publ., Westport, Conn. [u.a.]: Praeger, გვ. 15. ISBN 978-0-275-94877-1. 
  20. (1993) RFE/RL research report. Volume 2. weekly analyses from the RFE/RL, გვ. 31. 
  21. McCarthy, Justin (2002). Population history of the Middle East and the Balkans. Isis Press, გვ. 44. ISBN 9789754282276. 
  22. https://books.google.com/books?id=M_0-QfRL8eMC&pg=PA310&lpg=PA310&dq=albanians+fleeing+to+albanian+after+1913&source=bl&ots=eBmYfz7gm_&sig=0ukYlglQB890zT13xCgfATO5-mg&hl=en&sa=X&ved=0CDoQ6AEwBmoVChMIzqT755zhyAIVijsaCh0BOwZn#v=onepage&q=albanians%20fleeing%20to%20albanian%20after%201913&f=false
  23. Bugajski, Janusz (2002). Political parties of Eastern Europe: a guide to politics in the post-Communist era. 448: M.E. Sharpe. ISBN 9781563246760.