ალბანეთის ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის ბანკი
Banka e Shqipërisë
ზოგადი მონაცემები
ადგილმდებარეობა ალბანეთის დროშა ტირანა, ალბანეთი
კოორდინატები 41°19′39″ ჩ. გ. 19°49′00″ ა. გ. / 41.327667° ჩ. გ. 19.816833° ა. გ. / 41.327667; 19.816833
დაარსების თარიღი 2 სექტემბერი, 1925[1]
პრეზიდენტი
(თავმჯდომარე)
ადრიან ფულანი
ცენტრალური ბანკი ალბანეთში
ფულის ერთეული ლეკი (ALL)
საიტი www.bankofalbania.org

ალბანეთის ბანკი (ალბ. Banka e Shqipёrisё) — ცენტრალური ბანკი ალბანეთში. სათავო ოფისი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში. ბანკს აგრეთვე ხუთი ფილიალი გააჩნია, რომლებიც განლაგებულია შკოდერში, გიროკასტრაში, ელბასანში, კორჩასა და ლუშნიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წლის 15 მაისს ალბანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით იტალიურმა კონსორციუმმა ალბანეთის ეროვნული ბანკი დააფუძნა. ბანკის სათავო ოფისი დურესში მდებარეობდა, ხოლო ადმინისტრაციული კომიტეტი - რომში. 1926 წლის მარტში ბანკმა ბანკნოტების გამოშვება დაიწყო. 1944 წელს ეროვნულ ბანკს ალბანეთის სახელმწიფო ბანკი დაერქვა. 1945 წლის იანვარში ანტიფაშისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ბანკის უცხოური კონცესია. 1945 წლის 3 იანვარს მიიღეს ალბანეთის სახელმწიფო ბანკის შესახებ კანონი და განსაზღვრა მისი როგორც ცენტრალური ბანკის სტატუსი.

1992 წლის 22 აპრილს ალბანეთის სახელმწიფო ბანკს სახელი შეეცვალა ალბანეთის ბანკით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]