აიგა-ი-ლე-ტაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აიგა-ი-ლე-ტაი
სამოური ენა — Aiga-i-le-Tai
ISS014-E-5401 NASA Upolu Manono Apolima.jpg
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ადმ. ცენტრი Mulifanua
კოორდინატები 13°52′00″ ს. გ. 172°04′00″ დ. გ. / 13.86667° ს. გ. 172.06667° დ. გ. / -13.86667; -172.06667
ფართობი 27 კმ²
მოსახლეობა 5050 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 187,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+13]]
ISO 3166 კოდი WS-AL
Samoa-Aiga-i-le-Tai.png

აიგა-ი-ლე-ტაი (სამოური ენა — Aiga-i-le-Tai) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი. მდებარეობს კუნძულ უპოლუს დასავლეთ ნაწილში, მასში ასევე შედის სამი მომცრო კუნძული აპოლიმას სრუტეშიმანონო, აპოლიმა და დაუსახლებელი ნუულოპა. აანას ოლქის მომცრო ექსკლავი — სოფელი სატუიმალუფილუფი გარშემორტყმულია აიგა-ი-ლე-ტაის ოლქის ტერიტორიით. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი მულიფანუა.

ოლქის ფართობი სულ შეადგენს 27 კმ²-ს, ეს ყველაზე პატარა ოლქია სამოაში. ოლქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით შეადგენს — 5050 ადამიანს[1].

ოლქის უზენაესი ბელადი ატარებს ლეიატაუას ტიტულს. ოლქის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობს მალიეტოას კლანის ნაწილი (ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ტუამასაგას ოლქში), ამიტომ მანონოს უხუცესების აზრი აუცილებლად გაითვალისწინება მალიეტოას უზენაესი ბელადის არჩევისას (ტუამასაგას უზენაესი ტიტული).

ისტორიულად მანონოს და აპოლიმას საზღვაო ფლოტი დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი კლანების პირველობისათვის ბრძოლაში.

მულიფანუადან, რომელიც კუნძულ უპოლუზე მნიშვნელობით მეორე პორტია — დადის ბორანი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კუნძულებს უპოლუს და სავაის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]