შინაარსზე გადასვლა

აანა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
აანა
სამ. A'ana
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
ადმ. ცენტრი Leulumoega
კოორდინატები 13°53′27″ ს. გ. 171°59′15″ დ. გ. / 13.89083° ს. გ. 171.98750° დ. გ. / -13.89083; -171.98750
ფართობი 193 კმ²
მოსახლეობა 21 769 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 112,79 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+13

აანა (სამოური ენა — A'ana) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი. მდებარეობს კუნძულ უპოლუს დასავლეთ ნაწილში, აქვს მცირე ექსკლავი (სოფელი სატუიმალუფილუფი), რომელიც გარშემორტყმულია აიგა-ი-ლე-ტაის ოლქით. ოლქის ფართობია — 193 კმ², მოსახლეობა 21 769 ადამიანი[1] (2011 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ლეულუმოეგა.

აანას უზენაეს ტიტულს ჰქვია ტუი აანა. ტიტული ენიჭება ფალეონოს ბელადების მიერ (ექვსთა სახლი) ლეულუმოეგაში. აანის ტრადიციული პარლამენტია — ფალე აანა, რომელიც სხდომებს ატარებს ნოფოალიაში ან ლეულუმოეგაში.

ისტორიულად, ტონგელთა შემოჭრამდე, აანას ოლქი იყო სამოაში ერთ-ერთი წამყვანი.

ტონგელთა ოკუპაციის დროს აანამ და ატუამ დაკარგეს საკუთარი გავლენა. მაგრამ ტონგელთა განდევნის შემდეგ მათი გავლენა აღდგა. საბოლოოს აანას პოზიციებმა გავლენა დაკარგეს XIX საუკუნეში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აანა&oldid=4592346“-დან