აზიური ლომი
აზიური ლომი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Panthera leo persica | |||||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 247279613 | |||||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||||
|
აზიური ლომი, ასევე ცნობილია როგორც ინდური ლომი (ლათ. Panthera leo persica) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა, ლომის ორი ქვესახეობიდან ერთ-ერთი. იგი ბინადრობს ინდოეთში. დღეისთვის შემორჩენილია მისი მხოლოდ ერთი პოპულაცია ინდოეთის გუჯარათის შტატში. იგი შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, რადგან გამოირჩევა საკმაოდ მცირე რაოდენობით.
აზიური ლომი გავრცელებული იყო თურქეთში, სპარსეთში, მესოპოტამიაში, ინდოეთში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთით მდინარე ინდამდე. 2010 წლიდან მისი რაოდენობა სტაბილურად იზრდება გირის ტყის ეროვნულ პარკში. 2015 წლის მონაცემებით პარკში 523 ლომი იყო. აქედან 109 ზრდასრული მამალი, 201 ზრდასრული დედალი და 213 ბოკვერი.[1]
აზიური ლომი შეფერილობით მუქი ყავისფერია. მამლებს აქვთ ფაფარი. ზრდასრული ლომის სიგრძეა დაახლოებით 1,95-2 მეტრი. მისი კუდი 80 სმ-მდეა. მამლის საშუალო წონაა 160-190 კგ. ხოლო დედლის 110-120 კგ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kaushik, H. (2005). "Wire fences death traps for big cats" დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine. . The Times of India.