აზერბაიჯან-სირიის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-სირიის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Syria

აზერბაიჯანი

სირია

აზერბაიჯან-სირიის ურთიერთოებბი აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში.

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 მარტს დამყარდა.[1]

2009 წლის 9 ივლისს სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. მხარეთა შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი სირიას 1-15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწოდებს.[2][3]

ვიზიტის დროს საერთო აზერბაიჯან-სირიის ფორუმი გაიმართა.[4] ბიზნეს-ფორუმზე 14 დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტებს შორის იყო 5 მემორანდუმი: „მემორანდუმი სირიის გადაზიდვების კაბინეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის შესახებ“; „მემორანდუმი საერთო თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ალ-ასადის ბიბლიოთეკას შორის“; „მემორანდუმი აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ინდუსტრიის სამინისტროს შორის მრწეველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; „მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და აგრარული რეფორმების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; „მემორანდუმი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ“; „მემორანდუმი სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ელექტეროობისა და აღდგენადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;[5]

აზერბაიჯანსა და სირიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორისაა შემდეგი შეთანხმებები და პროტოკოლები: „ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის“. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განზრახვის პროტოკოლი“; „შეთანხმება აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსა და სირიის არაბთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში საერთო მხარდაჭერისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“;[5]

ეკონომიკური თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვალიდ მუალემი

2009 წლის სექტემბერში ორი ქვეყნის მთავრობამ ორმაგი გადასახადების გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.[6]

2010 წლის 4 მარტს დამასკოში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი გაზის მიწოდების შესახებ. მოლაპარაკებები დროს მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს გამოცდილების გაზიარების, კვალიფიციური პერსონალის გაწვრთნისა და ერთობლივი აზერბაიჯან-სირიის კომპანიის დაარსების შესახებ..[2]

2010 წლის 23 ნოემბერს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მომდევნო 20 წლის მანძილზე ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების შესახებ.[7][8] 2011 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა თურქეთისა და საქართველოს გავლით სირიაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო.[7][9]

2018 წელს აზერბაიჯანული კომპანიების თავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიაზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების, გზებისა და სხვ. რეკონსტრუქციის სესახებ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას.[10]

აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა ურთიერთთანამშრომლობს არაერთ სფერში: ენერგეტიკის, სამთო-მოპოვებით, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის, მეცნეირების, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვ. სფეროებში.[2][4]

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე ქვეყანა ისლამური თანამშრომლობის ორგანზიაციის წევრია.[4][11]სირია და აზერბაიჯანი თანამშრომლობენ გაერთიანებული ერების, მიუმხრომლობის მოძრაობისა და სხვ. ჩარჩო-კონვენციების შესაბამისად.[5][12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 28 Марта в истории ru. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  2. 2.0 2.1 2.2 АЗЕРБАЙДЖАН И СИРИЯ НАМЕРЕНЫ ЗАКЛЮЧИТЬ ДОЛГОСРОЧНОЕ СОГЛАШЕНИЕ ПО ПОСТАВКАМ ГАЗА ru. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  3. Случайное совпадение. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  4. 4.0 4.1 4.2 ОФИЦИАЛЬНЫЙ ВИЗИТ ПРЕЗИДЕНТА СИРИЙСКОЙ АРАБСКОЙ РЕСПУБЛИКИ БАШАРА АЛЬ-АСАДА В АЗЕРБАЙДЖАН В ЧЕСТЬ ВЫСОКОГО ГОСТЯ ru. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  5. 5.0 5.1 5.2 Ильхам Алиев: "Азербайджан выступает за решение вопроса Нагорного Карабаха в соответствии с международными правовыми нормами" - ВИДЕО - ФОТО - ОБНОВЛЕНО ru (2009-07-09). ციტირების თარიღი: 2020-08-28
  6. APA.az. Азербайджан и Сирия подпишут соглашение об устранении двойного налогообложения az. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  7. 7.0 7.1 Сирия начинает импорт азербайджанского газа. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  8. Azerbaijan-Syria economic cooperation.[მკვდარი ბმული]
  9. Сирия и Азербайджан строят долгосрочные планы - Новости нефти, новости газа, новости ТЭК ru. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  10. Азербайджан раскошелится на восстановлении Сирии - Наш комментарий. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  11. Азербайджан. Сирия. Внешэкономсвязи, политика. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  12. Syria supports Azerbaijan's fair position on Karabakh conflict - deputy FM en (2019-10-27). ციტირების თარიღი: 2020-08-28