შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა
აზერ. Azərbaycan Milli Kitabxanası
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტიპი ეროვნული
დაარსდა 1922
მდებარეობა ბაქო
ფილიალები 26
კოლექცია
შეგროვებული ნივთი წიგნები, პერიოდული გამოცემები, ნოტები, აუდიო ჩანაწერები, კარტოგრაფიული გამოცემები, ელექტრონული გამოცემები, სამეცნიერო ნაშრომები, დოკუმენტები და სხვა
მოცულობა 4 513 244
მიღება და სარგებლობა
მიღების მოთხოვნები რეგისტრაცია
სხვა ინფორმაცია
დირექტორი ქერიმ ტაჰიროვი
პერსონალი 210
საიტი anl.az

აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკა (აზერ. Azərbaycan Milli Kitabxanası) — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა ამიერკავკასიაში.

ბიბლიოთეკა დაარსდა 1922 წელს, ხოლო გაიხსნა 1923 წლის 23 მაისს. 1939 წელს ბიბლიოთეკას ეწოდა, უდიდესი აზერბაიჯანელი მოზაროვნის, დრამატურგისა და გამომცემლის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელი. ამჟამად ბიბლიოთეკა შედგება 25 განყოფილბისა და 26 სექტორისაგან. წიგნთსაცავში დაცულია 4 513 000 წიგნი. 2005 წელს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკას მიენიჭა „ეროვნული ბიბლიოთეკის“ სტატუსი.

ბიბლიოთეკაში შეგროვილია და დაცულია ეროვნული გამოცემები, აზერბაიჯანელი და საზღვარგარეთის ავტორების გამოცემები, საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით 1990, 1991, 2000 და 2001 წელს გამოვიდა ყოველწლიური გამოცემა „აზერბაიჯანის წიგნი“.

2003 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკა მართვის ავტომატიზირებულ სისტემაზე გადავიდა. 2005 წლიდან ბიბლიოთეკა ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების ასოციაციის წევრია.

2005 წლის 1 იანვრისათვის ბიბლიოთეკის ფონდში ინახებოდა 4 513 422 ეგზემპლარი, მსოფლიოს 40 ენაზე. აქედან:

  • წიგნები — 2 391 162
  • დოკუმენტები — 2 122 082

2005 წლიდან გადავიდა მუშაობის ელექტრონულ ფორმატში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]