აზერბაიჯან-იორდანიის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-იორდანიის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Jordan

აზერბაიჯანი

იორდანია

აზერბაიჯან-იორდანიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის. ორი ქვეყანა ურთიერთთანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამართალი, ტურიზმი, თავდაცვა, ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, სტატისტიკა, სამხედრო საქმე, სტანდარტიზაცია, გადაუდებელ საქმეთა მენეჯმენტი და სხვ.[1]

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 28 დეკემბერს აღიარა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 13 თებერვალს დამყარდა.[2]

აზერბაიჯანის საელჩო ამანში 2006 წლის 28 მაისს გაიხსნა, ხოლო იორდანიის საელჩო ბაქოში 2007 წლის 5 მაისიდან ფუნქციონირებს.[2]

ამჯამად აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე ჯგუფი მუშაობს, რომელიც 7 დეპუტატისგან შედგება და არასტა ჯავადოვა ხელმძღვანელობს.[2] იორდანიის ელჩი ბაქოში არის სამი აბდულაჰ გოშეჰი,[3] ხოლო აზერბაიჯანის ელჩი იორდანიაში - რასიმ რზაიევი.[4]

2014 წლის 31 მარტს იორდანიის პარლამენტის ქვედა პალატაში იორდანია-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი დაარსდა, რომლის ხელმძღვანელადაც დეპუტატი ჰაზემგაშუ აირჩიეს. 2014 წლის 15 ივლისს იორდანია-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა იორდანიის პარლამენტის ზედა პალატაშიც, რომლის მეთაურადაც მოჰამედ სგური აირჩიეს.

თანამშრომლობის ჩარჩო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი შეთანხმებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის სფეროში მთავარ შეთანხმებებს მიეკუთვნება: „ჩარჩო-შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“; „მემორანდუმი აზერბაიჯანის რეპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და მოსამსახურეობრივი პასპორტების მქონე მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“.

აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის 41 დოკუმენტს მოეწერა ხელი (24 - მთავრობათშორისი შთანხმება, 17 - კერძო ორგანზიაციებს შორის შეთანხმებები, კომისიათა შეხვედრების მოხსენებები, აღმასრულებელი პროგრამები და სამოქმედო გეგმები). მათ შორისაა: „მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ტექნიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (13 თებერვალი, 1993); „ერთობლივი შეთანხმება“ (13 თებერვალი, 1993); „ჩარჩო-შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“. (23 აგვისტო, 2006); „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ეკონომიკურ და ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (11 ივლისი, 2006); „სავაჭრო შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში“ (11 ივლისი, 2006); „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის კაბინეტსა იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს კომერციისა და მრეწველობის კაბინეტს შორის“ (11 ივლისი, 2006) და სხვ.[2]

ეკონომიკური თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, აიმან საფადი

2009-2010 წლებში ორ ქვეყანას შორის საერთო ვაჭრობის მაჩვენებელი 38.5%-ით გაიზარდა.[5] 2011 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთო კომისიის პირველი შეხვედრა შედგა.[6] 2011 წლის შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა დაიწყო. 2012 წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში აზერბაიჯან-იორდანიის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა გაიმართა.[7] ქვეყნები თანამშრომლობენ სამხედრო სფეროშიც. 2011 წელს აზერბაიჯანმა და იორდანიამ ერთობლივი ძალებით ტყვიაგაუმტარი ჯავშნებისა და ჩაფხუტების დამზადება დაიწყეს.[8][9]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის დეკემბერში იორდანიის მეფის, აბდალა II იბნ ალ ჰუსეინის აზერბაიჯანში ვიზიტისას აზერბაიჯანის ავიახაზების პრეზიდენტი, ჯაჰანგირ ასკეროვი იორდანიის ელჩს, სამი ასემ გოშეჰს შეხვდა. შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სივრცე გაიხსნება.[10]

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 19 ივნისს, ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის 20 წლისთავზე იორდანიის სენატმა რეზოლუცია მიიღო.[11] იორდანია აზერბაიჯანს მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.[12]

საერთაშორისო დონეზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციებით რეგულირდება: გაეროს უშიშროების საბჭოს,[11] ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვ.[1]

კულტურული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე იორდანიაში აზერბაიჯანის კულტურის დღეები გაიმართა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Азербайджан–Иордания: 20 лет дружбы и сотрудничества ru. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 İKİTƏRƏFLİ MÜNASİBƏTLƏR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  3. Президент Ильхам Алиев принял верительные грамоты новоназначенного посла Иордании в Азербайджане (ФОТО) ru (1 November 2019). ციტირების თარიღი: 27 August 2020
  4. Azerbaijan-Jordan relations.
  5. AZERBAIJAN, JORDAN: AL-ROUND COOPERATION CONTINUES en. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  6. Азербайджан наращивает сотрудничество с Иорданией в транспортной сфере ru-RU. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  7. Азербайджан и Иордания намерены сотрудничать в области высоких технологий en. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  8. Military-technical cooperation between Azerbaijan and Jordan.
  9. Оглы, Ниязов Ниязи Сабир (2011). „Сотрудничество Азербайджана и Иордании в военной сфере в 1994–2011 гг“. В мире научных открытий. 11 (3). ISSN 2072-0831.
  10. Cooperation in tourism.
  11. 11.0 11.1 Председатель Сената: Иордания продолжит поддержку Азербайджан в рамках своей деятельности в СБ ООН ВИДЕО ru. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  12. Иордания поддержала территориальную целостность Азербайджана ru-RU. ციტირების თარიღი: 27 August 2020
  13. В Иордании пройдут Дни культуры Азербайджана ru-RU. ციტირების თარიღი: 27 August 2020