აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მუზეუმი
| აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მუზეუმი აზერ. Azərbaycan Dövlət Kənd Təsərrüfatı Muzeyi | |
|---|---|
|
| |
| 40°25′45″ ჩ. გ. 49°50′37″ ა. გ. / 40.42917° ჩ. გ. 49.84361° ა. გ. | |
| დაარსდა | 1924 |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | ბაქო |
| ოფიციალური საიტი | https://kendteserrufatimuzeyi.az/index.php/ru/ |
![]() | |
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Dövlət Kənd Təsərrüfatı Muzeyi) — სახელმწიფო მუზეუმი აზერბაიჯანში, რომელიც შეიქმნა 1924 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა.[1]
მუზეუმში შენახულია 10 000 ექსპონატი, ძირითადად სოფლის მეურნეობის იარაღები, როგორც ტრადიციულები, ასევე თანამედროვე კომბაინების მოდელებით დამთავრებული. მუზეუმის ექსპოზიციები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს: მემცენარეობას, მეცხოველეობასა და მებაღეობას. უამრავი მასალა ეძღვნება ეთნოგრაფიულ საკითხებს: დოკუმენტებს და ფოტოგრაფიებს, რომლებშიც გამოსახულია სოფლის მეურნეობის ტრადიციული ცხოვრების წესი.[2]
არსებობს ტრადიციული ხელის წიქვილი, რომელიც 100 წელზე მეტისაა და ამდენივე წლის ზეთის ლამპარი, ყურძნის წვენის დასაწური ქვა, კერამიკული დოქები, რომლებსაც ხმარობდნენ რძის პროდუქტების დასამზადებლად.[3]
მუზეუმის გიდებს აცვიათ ტრადიციული ეროვნული სამოსები და მუზეუმში უკრავს ტრადიციული ეროვნული მუსიკა.
