აზერბაიჯანის ანტიკორუფციული აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის ანტიკორუფციული აკადემია (აზერ. Azərbaycan Anti-Korrupsiya Akademiyası; AzACA, AzAKA) — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2016 წლის თებერვალში. მისი ძირითადი მიზანია კორუფციის აღკვეთის პროცესში განათლების როლისა და შესაძლებლობების გამოყენება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული ბრძოლის შესახებ, პროფესიული დონის დისკუსიისა და კვლევის საერთო პლატფორმის შექმნა და ჯანსაღი ანტიკორუფციული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ორგანიზაცია შეიქმნა აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტებისა და საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის მმართველი ორგანოების აზერბაიჯანელი წარმომადგენლების ინიციატივით. შტაბ-ბინა მდებარეობს ავსტრიაში[1].

გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა 2016 წლის თებერვალში. 14 მაისს გაიმართა აკადემიის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია თემაზე „განათლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. 24 ივლისს საფრანგეთის ეროვნულ ადმინისტრაციულ სკოლაში აზერბაიჯანის ანტიკორუფციული აკადემიის პრეზენტაცია გამართა. აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ალჟირის, მაროკოს, უკრაინის, ჯიბუტის, ეგვიპტეს, ნიგერიის, ბრაზილიის, მადაგასკარისა და სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს:

  • ყველა შესაძლო ანტიკორუფციულ სფეროს, მათ შორის სასწავლო პროგრამებს, საჯარო ლექციებს, ტრენინგებს, სემინარებსა და სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მონაწილეთა მოთხოვნებსა და სურვილებს;
  • ორგანიზაციას უწევს კვლევების ჩატარებას კორუფციასთან ბრძოლაში;
  • ამზადებს წინადადებებს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ;
  • თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან, რომლებიც სპეციალიზირდებიან ამ სფეროში.

ფინანსირება და თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია ფუნქციონირებს პარტნიორების მხარდაჭერის საფუძველზე. პროგრამები იმართება ნებაყოფლობითი ინიციატივით, პარტნიორების, ინდივიდუალური პროექტების, შემოწირულობების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მომსახურება “ASAN” და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომისია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ[2]. AzAKA ასევე აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან , რომლებიც სპეციალიზირდებიან ანტიკორუფციულ ბრძოლაში — Transparency International, Open Government Partnership Dialogue Platform, Network of NGOs.

სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაქტიკული ანტიკორუფციული სწავლება არის ტრენინგები, სადაც ატარებენ პრაქტიკულ გაკვეთილებს, ფსიქოლოგიურ ტესტებს, დებატებს, ასწავლიან კორუფციის ტიპებსა და მიზეზებს, კორუფციის ნეგატიურ გავლენას საზოგადოებაზე, კორუფციიას აღმოფხვრის მეთოდებსა და სხვა.

2016 წლის 28 მაისს ანტიკორუფციულმა აკადემიამ ჩაატარა პირველი სწავლება, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მსხვილი შემთხვევები, როგორიცაა Ford Pinto[3].

2018 წლის 5 იანვარს აზერბაიჯანის რესუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის მხარდაჭერით რამდენიმე რეგიონში გაიმართა სწავლება საჯარო მოხელეებისთვის[4].

საზაფხულო სკოლა 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაფხულის სკოლის მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო ანტიკორუფციულ საქმიანობაში დაინტერესებული პირებისთვის და გაიმართა ბაქოში 25-28 აგვისტოს. მასში მონაწილეობას იღებდა 35 მონაწილე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც არჩეულნი იყვნენ კონკურსის საფუძველზე. საზაფხულო სკოლის პროგრამაში შედიოდა კორუფციის იურიდიული, ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარეები, კორუფციასთან ბრძოლის გზები, სამოქალაქო პოზიცია, უფლებები და მოვალეობები ანტიკორუფციულ ბრძოლაში, მედიის საშუალებით საზოგადოების ინფორმირება და ასევე პრაქტიკული დავალებები[5].

საზაფხულო სკოლა 2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს საზაფხულო სკოლა 8-12 აგვისტოს გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომისიის მხარდაჭერით. სკოლის ფარგლებში სწავლება ჩატარდა თემაზე „ეთიკა“და „კორუფციის კრიმინალიზაცია“, ჩატარდა პრეზენტაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 10 წლის წარმატება: აზერბაიჯანის გამოცდილება“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijan Anti-corruption Academy (AZACA) დაარქივებული 2018-04-14 საიტზე Wayback Machine. - Mission
  2. Azerbaijan Anti-corruption Academy (AZACA) დაარქივებული 2018-03-31 საიტზე Wayback Machine. - Finance
  3. AZACA organized its first training. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30. ციტირების თარიღი: 2018-04-10.
  4. ანტიკორუფცია და ეთიკა - აზერბაიჯანული
  5. საზაფხულო სკოლა 2016 დაარქივებული 2018-03-08 საიტზე Wayback Machine. - აზერბაიჯანული