ღია მთავრობა აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღია მთავრობა — საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც შემუშავდა 2011 წლის 20 სექტემბერს[1]. მასში ჩართულია აზერბაიჯანიც[2]. ღია მთავრობის პრინციპი წარმოადგენს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების მმართველობის ნაწილს აზერბაიჯანის მთავრობაში. ორგანიზაციაში შესვლის მიზანია გამჭვირვალობის ამაღლება, ღია მთავრობის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაუმჯობესება და საერთაშორისო გამოცდილების მიღება. მოცემულ ორგანიზაციაში გაერთიანებით აზერბაიჯანი ითვალისწინებდა „გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალური სტრატეგიის“ გაგრძელებას, რომელიც მიღებულ იქნა 2007 წელს[3].

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღია მთავრობის საქმიანობა აზერბაიჯანში მოიცავს სამ კომპონენტს — ერთიანი ფანჯარა, ელექტრონული მთავრობა, ASAN.

ერთიანი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს 2008 წლის 1-ლი იანვრიდან. მოცემულმა პრინციპმა შეამცირა პროცედურების რაოდენობა და ვადები, რამაც გაამარტივა იურიდიული პირების რეგისტრაციის პროცესი. ფიზიკური პირების ელექტრონული რეგისტრაცია მოქმედებს 2011 წლის 1-ლი ივნისიდან, ხოლო იურიდიული პირების 2012 წლის თებერვლიდან[4]. მოცემული პრინციპი 2008 წლიდან მოქმედებს ავტომობილებისა და ტვირთების პროცესის შემოწმებაზე, 2009 წლიდან მიგრაციული პროცესების მართვაში, 2011 წლიდან სატრანსპორტო საშუალებების იმპორტირების გაფორმებაში.

ელექტრონული მთავრობა — ამ პრინციპის დანერგვა დაიწყო 2011 წლის მაისში სახელმწიფო პროგრამის „ელექტრონული აზერბაიჯანის“ ფარგლებში, რომელიც მოიცავდა 2010-2012 წლებს. 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო ელექტრონული ხელმოწერების გაცემა სახელმწიფო ორგანოებისთვის, მოქალაქეებისთვის, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთათვის. ამან ხელი შეუწყო ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებას, ასევე ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას. ელექტრონული მთავრობის პროექტები ხორციელდება 20 სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 39 სახელმწიფო დაწესებულება მოქალაქეებს 200-ზე მეტ ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია - ოფიციალური დოკუმენტების გაცემა, განაცხადების მიღება უნივერსიტეტებსა და საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით, სამუშაოს ძებნა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ.[5] ასევე, „ელექტრონული მმართველობის“ ნაწილია „ღია მონაცემები“, რომელიც მიეწოდება სახელწიფო ორგანოებს საყოველთაო გამოყენებისთვის[6].

ASAN 2012 წლის 13 ივლისი პრეზიდენტის დადგენილებით დროისა და ხარჯების შემცირების, გამჭვირვალობის გაზრდის, ონლაინ სერვისების ფართო გამოყენების მიზნით, შექმნა „ASAN“ სერვისი[7], რომელიც არის მოქალაქეთა მომსახურების გაწევის სახელმწიფო სააგენტო[8]. სააგენტოს მიერ მოწოდებული მომსახურება მოიცავს პირადობის მოწმობების, პასპორტების, დაბადების მოწმობებისა და ყველა სხვა სანოტარო მომსახურების გაცემას. 2015 წელს „ASAN“ სერვისს მიენიჭა გაეროს საზოგადოებრივი სამსახურის ჯილდო კატეგორიაში „საჯარო მომსახურების გაწევის გაუმჯობესება“[9]. სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში, უცხოელებისთვის ვიზის მიღების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წელს ჩაშვებულ იქნა ელექტრონული სერვისი „ASAN Visa“[10].

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი „ეროვნული საქმიანობის გეგმა ღია მთავრობის ხელშეწყობისთვის“ მიღებული იყო 2012 წლის 5 სექტემბერს და გათვალისწინებული იყო 2012-2015 წლებზე. ამ გეგმასთან ერთად დადგენილი იყო „ეროვნული მოქმედების გეგმა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ 2012-2015 წლებზე“. თავდაპირველად გამჭვირვალობის პასუხისმგებელი მოპოვებითი მრეწველობის სფეროში იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტის დადგენილებით ეს ფუნქცია გადაეცა სპეციალურ კომისიას[11].

მეორე „ეროვნული საქმიანობის გეგმა ღია მთავრობის ხელშეწყობისთვის“ დამტკიცდა 2016 წელს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ 2016-2018 წლებზე. პროგრამის ძირითადი მიზანია ღია მთავრობის პრინციპების გამოყენების გაფართოება და კორუფციის პრევენციის ახალი მექანიზმები. განკარგულების თანახმად, ყოველწლიურად 30 დეკემბრამდე დაგეგმილია მოხსენების მომზადება პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს შესახებ[12]. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ღია მთავრობის პარტნიორობის ინიციატივის განვითარებას აზერბაიჯანში. ამ პროგრამის დამტკიცების შესახებ მიღებული მემორანდუმის საფუძველზე, იქმნება ღია დიალოგის პლატფორმა ღია მთავრობასთან. პლატფორმის საქმიანობა მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის კავშირების შექმნას ღია მთავრობის პრინციპების გაფართოების ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Open Government Initiative
  2. Azerbaijan - opengovpartnership.org
  3. ეროვნული სტრატეგია გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციასთან ბრძალოს შესახებ (რუსული)
  4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დადგენილება - qanun.az დაარქივებული 2018-03-17 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  5. ელექტრონული მთავრობა (რუსული)
  6. ღია მთავრობის მონაცემები - data.e-gov.az[მკვდარი ბმული]
  7. Case Study (2014): Creating a Single-Window Access to Public Services in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-14. ციტირების თარიღი: 2018-03-28.
  8. Azerbaijan's one-stop public service shop is driving up efficiency - The Guardian
  9. 2015 UNITED NATIONS PUBLIC SERVICE AWARDS WINNERS დაარქივებული 2018-12-21 საიტზე Wayback Machine. - PDF
  10. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-01. ციტირების თარიღი: 2018-03-28.
  11. Президент Ильхам Алиев внес изменения в Национальный план деятельности по поощрению открытого правительства[მკვდარი ბმული]
  12. Утвержден Нацплан действий по поощрению открытого правительства на 2016-2018 годы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-01. ციტირების თარიღი: 2018-03-28.