ავსტრიის ოკუპაცია მოკავშირეთა მიერ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრიის საოკუპაციო ზონები

ავსტრიის ოკუპაცია მოკავშირეთა ჯარების მიერ დაიწყო 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გაგრძელდა 1955 წლამდე. ავსტრიის 1938 წლამდელი, (ანშლუსამდელი) ტერიტორია დაინაწილებს სახელმწიფოებმა, ცალკე დაყვეს დედაქალაქი — ვენა.

ავსტრიის საოკუპაციო ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოკუპაციო ზონებისა და ქალაქ ვენის მმართველობა განსაზღვრული იყო 1945 წლის 4 ივლისისისა (შეთანხმება ავსტრიის კონტროლის სისტემაზე) და 1945 წლის 9 ივლისის (შეთანხმება საოკუპაციო ზონებზე) ხელშეკრულებებით. ძირითადი მდგომარეობები კი ამის თაობაზე შეტანილი იყო ჯერ კიდევ 1943 წლის 30 ოქტომბრის "მოსკოვის დეკლარაცია"-ში. მცირე ცვლილებები შევიდა საოკუპაციო ქვეყნებში საფრანგეთის დამატებით. 1945 წლის იანვარში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ვერმახტისა და სს-ის დანაყოფებისთვის.

საოკუპაციო ზონები, ვენის გამოკლებით, შემდეგნაირად იყო განაწილებული:

საოკუპაციო ზონების სადემარკაციო ხაზებს შორის გადასასვლელად საჭირო იყო საიდენტიფიკაციო ბარათი.

ვენის საოკუპაციო სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენის საოკუპაციო სექტორები

თავიდან ვენა ოკუპირებული იყო მხოლოდ საბჭოთა ჯარების მიერ. პოტსდამის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ ვენის დაყოფაზე. 1945 წლის აგვისტოში ვენა დაიყო შემდეგნაირად:

  • ერთობლივი მმართველობა ყველა მოკავშირისა: 1-ლი რაიონი (შიდა ქალაქი) (ადმინისტრაციის ყოველთვიური ცვლილება);
  • ამერიკული სექტორი: მე-7, მე-8, მე-9, მე-17, მე-18, მე-19 რაიონები;
  • ბრიტანული სექტორი: მე-3, მე-5, მე-11, მე-12, მე-13 რაიონები;
  • ფრანგული სექტორი: მე-6, მე-14, მე-15, მე-16 რაიონები;
  • საბჭოთა სექტორი: მე-2, მე-4, მე-10, მე-20, 21-ე, 22-ე რაიონები.

გამარჯვებულ სახელმწიფოთა შტაბ-ბინები ვენაში იყო განლაგებული:

სექტორებს შორის გადაადგილება თავისუფალი იყო.

სამხედრო ტყვეთა დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დროს ვერმახტის ბევრი ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ. უკვე 1945 წლის ზაფხულში ლეოპოლდ ფიგლის მიმართვის შემდეგ სახლში დაბრუნდა პირველი სამხედრო ტყვე, რომელიც დასავლეთის ძალების ბანაკში იმყოფებოდა. 1947 წლის ბოლოს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ბანაკში დარჩენილი ყველა ტყვე გაათავისუფლეს. ვინერ-ნოიშტადტში პირველი ტყვეებიანი (1200 ტყვე) მატარებელი ჩამოვიდა 1947 წლის 11 სექტემბერს. 1947 წლის ბოლომდე სსრკ-დან დაახლოებით 162 000 ტყვე ჩავიდა ვინერ-ნოიშტადტში. ოფიციალურად უკანასკნელი მატარებელი საბჭოთა კავშირიდან 1955 წლის 25 ივლისს გავიდა, ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ.

მოკავშირეთა ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის 11 სექტემბერს ჩამოყალიბდა მოკავშირეთა საბჭო ოთხი მთავარსარდლიდან, შემდგომში უმაღლეს კომისართაგან. ავსტრიაში მოკავშირეთა კომისიის პირველი მეთაურები იყვნენ: სსრკ-დან — მარშალი კონევი, აშშ-დან — გენერალი კლარკი, დიდი ბრიტანეთიდან — გენერალ-ლეიტენანტი მაკრირი და საფრანგეთიდან ანტუან ბეტუარი.

ოკუპაციის პერიოდის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წლის 15 მაისს მიღებულ იქნა ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, 27 ივლისს ის რატიფიცირდა ხუთივე სახელმწიფოში და შევიდა ძალაში. დეკლარაციის თანახმად ავსტრიიდან ჯარები უნდა გამოსულიყვნენ 90 დღის ვადაში. 1955 წლის 19 ოქტომბერს ტერიტორია დატოვა უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა, ხოლო 25 ოქტომბერს, ვადის უკანასკნელ დღეს — საოკუოპაციო ჯარების უკანასკნელმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Manfried Rauchensteiner, Stalinplatz 4. Österreich unter alliierter Besatzung, Wien 2005, ISBN 3-902494-00-X