ენსი
ენსი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | დაბალი ტაუერნი |
სიგრძე | 254 კმ |
აუზის ფართობი | 6,000 კმ² |
![]() |
ენსი (გერმ. Enns) — მდინარე ავსტრიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს დაბალი ტაუერნის კალთებზე, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 254 კმ, აუზის ფართობი 6,000 კმ². თავდაპირველად მიედინება ზალცბურგის ფედერალური მიწის ტერიტორიაზე, შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც შედის შტირიის ფარგლებში. მდინარის ხეობა წარმოადგენს საზღვრავს ჩრდილოეთ კირქვიან ალპებსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს შორის. დუნაის ერთვის ქალაქებს მაუთაუზენსა და ენსს შორის. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 201 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მდინარე ენსი – ინფორმაცია დაარქივებული 2009-06-04 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)