შინაარსზე გადასვლა

ათონელის რეზიდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავლაბრის სასახლე)
ეს სტატია ათონელის რეზიდენციას ეხება. სახელმწიფო ცერემონიების სასახლის (ყოფილი ავლაბრის რეზიდენციის) შესახებ იხილეთ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

სასახლის ხედი 2018 წლის რესტავრაციამდე. ამჟამად სასახლის მარჯვნივ და მარცხნივ მიმდებარე შენობის ფანჯრები ამოშენებულია.
ათონელის რეზიდენცია (თბილისი)

ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
მისამართი ათონელის ქუჩა 25, თბილისი[1] და 25 Atoneli Street
კოორდინატები 41°41′57″ ჩ. გ. 44°48′09″ ა. გ. / 41.6993306° ჩ. გ. 44.8026111° ა. გ. / 41.6993306; 44.8026111
მფლობელი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ათონელის რეზიდენცია (ასევე - ორბელიანების სასახლე) — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გიორგი ათონელის ქუჩა № 25-ში. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორბელიანების სასახლეში შევიდა, არის სალომე ზურაბიშვილი.

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების მიხედვით, ამ მისამართზე უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო ავლაბრის სასახლეში უნდა გახსნილიყო ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ახალ რეზიდენციაში არ გადასულა. [2]

პრეზიდენტ მარგველაშვილის უარის შემდეგ იგეგმებოდა შენობის გასხვისება, აუქციონზე გაყიდვის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იგი დაუზუსტებელი სახელმწიფო უწყების საკუთრებაში უნდა გადასულიყო. [2]

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აღნიშნავს, რომ ათონელის 25-ში მდებარე შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და გამოირჩევა ტიპური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით. სასახლის სახელწოდება - ორბელიანების სასახლე - იქიდან მომდინარეობს, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ II-ს უჩუქებია თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის. სასახლის ბოლო მობინადრე იყო გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები. XIX საუკუნის მიწურულსთავდაპირველი სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას, დღემდე შემორჩა ორბელიანების სახელი.[2]

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შენობაში საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო 90-იან წლებში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.