შინაარსზე გადასვლა

ავგუსტ ლუდვიგი (ანჰალტ-კიოტენის მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი
August Ludwig von Anhalt-Köthen
ანჰალტ-კიოტენის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1728
მმართ. დასასრული: 1755
წინამორბედი: ლეოპოლდ ანჰალტ-კიოტენელი
მემკვიდრე: კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კიოტენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივნისი 1697
დაბ. ადგილი: კიოტენი
გარდ. თარიღი: 6 აგვისტო 1755
გარდ. ადგილი: კიოტენი
მეუღლე: აგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუ
ემილია ფონ პრომნიცი
ანა ფონ პრომნიცი
შვილები: კრისტიანა ანა აგნესა
იოჰანა ვილჰელმინა
კარლ გეორგ ლებრეხტი
ფრიდრიხ ერდმანი
დინასტია: ასკანიები
მამა: ემანუელ ლებრეხტ ანჰალტ-კიოტენელი
დედა: გიზელა აგნესა ფონ რატი

ავგუსტ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი (გერმ. August Ludwig von Anhalt-Köthen) — ანჰალტ-კიოტენის მთავარი ასკანიების დინასტიიდან.

ავგუსტ ლუდვიგი ანჰალტ-კიოტენის მთავრის, ემანუელ ლებრეხტის მესამე შვილი იყო.

1722 წელს ავგუსტ ლუდვიგი დაქორწინდა აგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუზე (1700—1725),რომელმაც 1721 წელს მიიღო ვარმსდორფის გრაფინიის წოდება. 1726 წლის იანვარში ავგუსტ ლუდვიგი დაქორწინდა გრაფინია ემილია ფონ პრომნიცზე, გრაფ ერდმან II ფონ პრომნიცის ქალიშვილზე. 1732 წლის ნოემბერში ავგუსტ ლუდვიგი მესამე ჯერზე დაქორწინდა გრაფინია ანა ფონ პრომნიცზე, თავისი მეორე ცოლის დაზე.

თავისი უფროსი ძმის, ლეოპოლდისა და მისი ერთადერთი შვილის, ემანუელ ლუდვიგის სიკვდილის შემდეგ, 1728 წლის აგვისტოში ლუდვიგმა მემკვიდრეობით მიიღო ანჰალტ-კიოტენი.

აგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუსთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:

  • გიზელა ჰენრიეტა (1722—1728)
  • აგნესა ლეოპოლდინა (1724—1766)

ემილია ფონ პრომნიცთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:

ანა ფონ პრომნიცთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:

  • შარლოტ სოფია (1733—1770)
  • მარია მაგდალინა (1735—1783)
  • Hermann Wäschke: Anhaltische Geschichte — 3 Bände, Köthen: Schulze, 1912-13
  • Karl Prinz von Isenburg: Stammtafeln zur Geschichte der europäischen Staaten — 2 Bände, Marburg 1953