ადინა ჰაუარდი
ადინა ჰაუარდი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ადინა მარი ჰაუარდი |
დაბ. თარიღი | 4 იანვარი, 1998 |
დაბ. ადგილი | გრანდ-რეპიდზი |
წარმოშობა | გრანდ რაპიდსი, მიჩიგანი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 1994 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | adinahoward.com |
ადინა მარი ჰაუარდი (ინგლ. Adina Marie Howard; დ. 14 ნოემბერი, 1973, გრანდ რაპიდსი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში სადებიუტო ალბომით Do You Wanna Ride? და სადებიუტო სინგლით „Freak like Me“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადინა მარი ჰაუარდი დაიბადა 1973 წლის 14 ნოემბერს და გაიზარდა გრანდ რაპიდსში, მიჩიგანში. მოგვიანებით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ფენიქსში, არიზონა. 1990-იანი წლების დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა Mecca Don/EastWest Records-თან.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Do You Wanna Ride? გამოვიდა 1995 წელს და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. 1996 წელს ითანამშრომლა უორენ ჯისთან და გამოუშვა კომპოზიცია „What's Love Got To Do with It“. ნამუშევარი 36-ე ადგილზე გავიდა ცხელ ასეულში, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში 32-ე ადგილი დაიკავა. იმავე წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი Somethin' for the People-თან ერთად, სახელწოდებით „Damned If I Do“.
1997 წელს უნდა გამოსულიყო მუსიკოსის მეორე ალბომი, Welcome to Fantasy Island.[2] იმავე წელს გამოვიდა წამყვანი სინგლი „(Freak) And U Know It“. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. მალევე Elektra Records-მა გააუქმა ალბომის გამოშვება. 1998 წელს Cydal-თან ერთად ჩაწერა კომპოზიცია „Chocolate (Cuties & Condoms)“. იმავე წელს გამოჩნდა ფილმში „High Freakquency“. მალევე ითანამშრომლა ჰიპ-ჰოპ ჯგუფებთან PYG'z და Yuck Mouth და ჩაწერა სიმღერა „Around the World“.[3]
2004 წელს ჰაუარდმა გამოუშვა თავისი მესამე ალბომი The Second Coming. ნამუშევრის მხოლოდ 40000 ასლი გაიყიდა, რის გამოც ლეიბლმა მუსიკოსს უჩივლა.[4] მეორე სინგლი, „(Outside) The Club“ და ალბომის რემიქს ვერსია The Second Coming: Remixed & UnCut, უნდა გამოსულიყო იმავე წელს, თუმცა ლეიბლმა გააუქმა ნამუშევრების გამოშვება. მოგვიანებით მუსიკოსმა Play-N-Skillz-სა და Krayzie Bone-თან ერთად ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი „Freaks“. კომპოზიცია 69-ე ადგილზე გავიდა ცხელ ასეულში, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში 52-ე ადგილი დაიკავა.
2005 წლის 5 აგვისტოს გამოუშვა კოლაბორაციული მიქსტეიპი DJ RIP-თან ერთად. მუსიკოსის მეოთხე ალბომი Private Show გამოვიდა 2007 წლის 26 ივნისს, პრომოსინგლთან ერთად „Picture This“.[5] 2008 წლის მონაცემებით ალბომის მხოლოდ 4000 ასლი გაიყიდა.[6] 2008 წელს მუსიკოსმა ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში Poke the Sleeping Bear. 2009 წლის 25 სექტემბერს Lola Waxx Records-ის ეგიდით გამოვიდა კომპილაციური ალბომი Independent Soul Divas 2.
2011 წელს მუსიკოსმა დაიწყო კულინარიის შესწავლა და დაწერა კულინარიული წიგნი.[7] ამავდროულად, დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე და გეგმავდა რესტორნის გახსნას ოსტინში, ტეხასის შტატში. 2012 წელს გამოუშვა ორი სინგლი „2 Close“ და „Ooh Wee“.[8] 2013 წლის იანვარში გამოუშვა ახალი სინგლი „Better Than Ever“. მალევე მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Monarchy Records-თან და გამოჩნდა სერიალში One's Life After.[9][10][11]
2013 წლის სექტემბერში ჰაუარდმა გამოუშვა სინგლი „Switch“.[12][13] ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მოიგო ჯილდო საუკეთესო საცეკვაო/კლუბური სინგლის კატეგორიაში UB Honors-ის დაჯილდოებაზე. 2014 წლის ივნისში მუსიკოსმა შეასრულა მთავარი როლი დარენ ლოურენსის სასცენო სპექტაკლში Do You Trust Your Best Friend?.[14] იმავე წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს SMG/Sony Red-თან. 2017 წლის აპრილში გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი Resurrection.[15] 2019 წელს გამოჩნდა TV One-ის სერიალში „Unsung“ და ითამაშა ფილმში Relaxer.[16]
2020 წელს ჰაუარდმა გამოუშვა სინგლი „Mind Reader“. იმავე წელს უნდა ითამაშა კატრინა უოლკერის ახალ თეატრალურ სპექტაკლში „Miss Dee's Kitchen“, რომლის პრემიერა 3 აპრილს იყო დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, პრემიერა გადაიდო COVID-19-ის პანდემიის გამო.[17][18] ახალი სინგლი „Keep Lookin“ მან გამოუშვა 2022 წლის აპრილში. ივლისში გამოვიდა სიმღერის რემიქსი, ჩაწერილი მომღერალ Trina-სთან ერთად.[19][20]
2023 წლის ივლისში ჰაუარდმა Ramona Ranch Winery-თან თანამშრომლობით გამოუშვა ღვინო „Indelible“ და გამოაქვეყნა ახალი სინგლი „Liquor“.[21]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Do You Wanna Ride? (1995)
- Welcome to Fantasy Island (ოფიციალურად არ გამოსულა)
- The Second Coming (2004)
- Private Show (2007)
- Resurrection (2017)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Interview with Max Gousse, Senior Vice President of A&R at Island Def Jam Records (December 4, 2013). ციტირების თარიღი: March 1, 2019
- ↑ Takiff, Jonathan. Entertainment & the Arts | June Tunies – The Month's New Cds Include En Vogue, K.D. Lang – And More | Seattle Times Newspaper. Community.seattletimes.nwsource.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2013. ციტირების თარიღი: December 12, 2012
- ↑ It's a Beautiful Thang.
- ↑ RnB Fan Fic – Adina Howard Bein' Sued!. Rnbfanfic.proboards.com (February 24, 2005). ციტირების თარიღი: September 1, 2013
- ↑ News | 'Freak Like Me' R&B Singer Adina Howard Releases New CD. Singersroom (July 5, 2007). ციტირების თარიღი: April 13, 2012
- ↑ Caulfield, Keith (November 7, 2008). „Ask Billboard: Michael Jackson, Adina Howard, The Beatles“. Billboard. ციტირების თარიღი: April 13, 2012.
- ↑ Odienne Dina Chisolm. (September 30, 2011) Then and Now Interview With Singer Adina Howard | Juicy Magazine. Juicymagonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2012. ციტირების თარიღი: April 13, 2012
- ↑ iTunes Music – Coming to America by Ruffa. iTunes Store (July 31, 2012). ციტირების თარიღი: September 1, 2013
- ↑ Platinum Selling Recording Artist Adina Howard Joins Monarchy Records. PRLog. ციტირების თარიღი: September 1, 2013
- ↑ Twitter / adinahoward: Hello beautiful people. Wanted. Twitter. ციტირების თარიღი: September 1, 2013
- ↑ Anthony, Flo [banananosekid]. (April 22, 2013) @adinahoward Hey hon. I'm doing a Life After on you tomorrow. Email me at toyb1@verizon.net so we can catch up. en. ციტირების თარიღი: December 15, 2022
- ↑ UB Interview: Adina Howard Speaks „The Switch Up“, Family & More | UrbanBridgez.com | Urban E-Zine. ციტირების თარიღი: July 18, 2016
- ↑ Switch – Single by Adina Howard on Apple Music. iTunes Store (September 10, 2013). ციტირების თარიღი: July 18, 2016
- ↑ Instagram. ციტირების თარიღი: 2024-02-28
- ↑ Adina Howard [adinahoward]. (April 14, 2017) I will be giving #resurrection away for free at 12 pm west coast time for the next 24hrs on have a #goodfriday #ah.
- ↑ Relaxer.
- ↑ "Miss Dee's Kitchen" The Theatrical Stage Play.
- ↑ MISS. Dee's KITCHEN – the Black Academy of Arts and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-20. ციტირების თარიღი: 2024-02-28.
- ↑ Keep Looking REMIX, by Adina Howard, Trina.
- ↑ Keep Lookin (April 23, 2022).
- ↑ Instagram.