ადგილის დედის ხატი (ყუდრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედის ხატი.

ადგილის დედის ხატი, ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,3 x 3 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და შირიმის გათლილი ქვით. შენობის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები მთლიანად ჩამონგრეულია, შემორჩენილია კონქის მცირე ნაწილი და სამხრეთ შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლის ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]