ადგილის დედის ხატი (გრძელველები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრძელველების ადგილის დედის ხატი, ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი სოფელ გრძელველების განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,85 x 4,3 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია სამხრეთ და ჩრდილო კედლების დიდი ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. ჩრდილოეთის ნიში სწორკუთხაა, სამხრეთისას სამკუთხა თაღი ხურავს. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია. აფსიდის თაღი შეისრული ფორმისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]