ადგილის დედა (ფილმი)
იერსახე
„ადგილის დედა“ — გოდერძი ჩოხელის 1976 წლის ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორმა გადაიღო II კურსის სტუდენტობისას, ლანა ღოღობერიძის ჯგუფში სწავლისას. ფილმი დაფუძნებულია მისივე მოთხრობაზე „ადგილის დედა“.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთაში ყოველ კუთხეს თავისი მფარველი ანგელოზი, „ადგილის დედა“ ჰყავს. მთის მიტოვებული სოფლის „ადგილის დედად“ ქცეულა მოხუცი ქალი, რომელსაც მარტოობა ყოფნა-არყოფნის ზღვართან მიიყვანს, სახრჩობელას ჩამოაბამს, მაგრამ მწარე ფიქრებიდან საბალახოდან დაბრუნებული საქონლის ბღავილი გამოაფხიზლებს, მიახვედრებს – სიკვდილის უფლება არა აქვს. სანამ ცოცხალია, სოფელს სოფელი ერქმევა, მხოლოდ მის სიკვდილთან ერთად გაქრება სიცოცხლის ნიშან-წყალი ამ კუთხიდან.