ადამავის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადამავის პლატო (ინგლ. Adamawa Plateau, ფრანგ. Massif de l'Adamaoua) — ზეგანი (პლატო) კამერუნში, ნიგერიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება წარმოდგება ადგილობრივი ფულას ტომის წინამძღოლის სახელისაგან, რომელსაც ერქვა მოდიბო ადამა, რომელმაც დააარსა ადამავის ემირატი, რომელიც მოიცავდა პლატოს დიდ ნაწილს და რომელმაც იარსება მის გარდაცვალებამდე, ანუ 1848 წლამდე.

თავის მხრივ პლატოს სახელიდან წარმოიშვნენ დასახელებები: ადამავის რეგიონი კამერუნში, ადამავის შტატი ნიგერიაში და ადამავა-უბანგური ენების ჯგუფი, რომლებიც ძირითადად გავრცელებულები არიან აღმოსავლეთით.

ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამავის პლატოს უკავია ვრცელი ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მდინარე ბენუესა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მდინარე სანაგას შორის. მოიცავს ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთს, კამერუნის დასავლეთს და ცენტრს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთს.

აქვს ვულკანური წარმოშობა, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლეა — დაახლოებით 1000 მეტრი, უმაღლესი მწვერვალიაოკუ, 3011 მეტრი, სხვა მწვერვალებია: ბამბუტო (2740 მეტრი), მბამი (2335 მეტრი). აგებულია ძველი კრისტალური და მეტამორფული ქანებით (პირველ რიგში გნაისებით).

მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნგაუნდერეს მთა კამერუნის ადამავას რეგიონის ამავე დასახელების ქალაქის შემოგარენში

ზეგანის ცენტრია ადამავის მთები, რომელიც გადაჭიმულია კამერუნის დასავლეთიდან (დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონები) ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში (შტატი ტარაბა, სადაც ამ მონაკვეთს ჰქვია გოტელი) და ისევ ცენტრალურ კამერუნში (ადამავის რეგიონი). ზოგჯერ მათ გაგრძელებად ითვლება მთები, რომლებიც გადაჭიმულები არიან უფრო შორს — აღმოსავლეთისკენ, მთელი ადამავის რეგიონის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის იქით.

ადამავის მთები წყალგამყოფია მდინარეების ბენუესა და სანაგას აუზებს შორის (პირველ რიგში მის შენაკად მბამის).

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრარული პეიზაჟი ნგაუნდალის შემოგარენში, კამერუნი

სამხრეთში პლატო დაფარულია ნოტიო მარადმწვანე ტყეებით, ჩრდილოეთით სავანებით და ფოთლოვან-მარადმწვანე ტყეებით, გამოწვეული მოკლე მშრალი სეზონის არსებობით. მთებში არსებობენ მთის სავანები.

პლატოზე არსებობენ ბოქსიტების მთავარი საბადოები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთის შემოგარენი დასახლებულია ხალხით, რომლებიც ლაპარაკობენ ბენუე-კონგოს და ადამავა-უბანგოს სხვადასხვა ჯგუფების ენებზე, ასევე ფულას ხალხის ჯგუფებით. მთიანი ზონის მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე მეცხოველეობით (მსხვილი რქოსანი საქონელი), ხოლო მთისპირეთში მიწადმოქმედებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]