ადალბერტ ერდელი
ადალბერტ ერდელი | |
---|---|
უკრ. Адальберт Ерделі | |
დაიბადა | 25 მაისი, 1891[1] |
დაბადების ადგილი | სოფ. ზაჰატია, ახლანდ. ზაკარპატიის ოლქი |
გარდაიცვალა | 19 სექტემბერი, 1955 (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | უჟჰოროდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | უკრაინელი |
სფერო | ფერწერა |
ჟანრი | პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი |
ადალბერტ ერდელი (დ. 25 მაისი, 1891, სოფ. ზაჰატია, ახლანდ. ზაკარპატიის ოლქი — გ. 19 სექტემბერი, 1955, უჟჰოროდი) — უკრაინელი ფერმწერი, პედაგოგი და კულტურული მოღვაწე. უკრაინის მხატვართა კავშირის წევრი (1946). დაამთავრა ბუდაპეშტის ხელოვნების აკადემია (1915). 1916 წლიდან იყო მუკაჩევოს გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი, 1917–1922 წლებში — უჟჰოროდის სამასწავლებლო სემინარიისა, 1945–1955 წლებში — გამოყენებითი ხელოვნების სასწავლებლისა. მხატვარ იოსიპ ბოქშაისთან ერთად 1920-იან წლებში მოაწყო ზაკარპატიელ და აღმოსავლეთ სლოვაკეთის მხატვართა გამოფენა ბერეჰოვესა და კოშიცეში. 1922–1926 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში (მიუნხენი), საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობდა პრაღის სახელოვნებო ცხოვრებაში. შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო უნგრელი მხატვრების ტ. ზემპლენისა და კ. ფერენცის ხელმძღვანელობით. 1927 წელს ბოქშაისთან ერთად დააარსა უჟჰოროდის ხატვის კერძო სკოლა. 1931 წლიდან იყო პოდკარპატიის რუსეთის სახვითი ხელოვნების მოღვაწეთა ამხანაგობის თანამონაწილე. უჟჰოროდის სამხატვრო სასწავლებლის ერთ-ერთი ინიციატორი, მასწავლებელი და 1-ელი დირექტორი (1946–1955). უკრაინის მხატვართა კავშირის ზაკარპატიის ორგანიზაციის პირველი უფროსი (1946–1955). გამოფენებში მონაწილეობდა 1913 წლიდან. პერსონალური გამოფენები ჰქონდა მიუნხენში (1923), პრაღაში (1929), უჟჰოროდში (1955), ლვივში (1958, სიკვდილის შემდეგ). მიეკუთვნება ფერწერის ზაკარპატიული სკოლის დამფუძნებლებს.[2]
ერდელი პეიზაჟური და პორტრეტული ფერწერის, ნატურმორტების, სიუჟეტური კომპოზიციებისა და სატირული გრაფიკის ოსტატი იყო. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია იმპრესიონიზმმა, განსაკუთრებით პოლ სეზანის ნამუშევრებმა. სამყაროს ღრმა ესთეტიკური აღქმისა და ფერის დეკორატიული გამომხატველობის დახვეწილად შეგრძნების წყალობით, მხატვრის შემოქმედება უკრაინული და საერთო-ევროპული ფერწერის მიღწევა გახდა. 1930-იანი წლების ბოლოდან ადალბერტ ერდელის შემოქმედების მთავარი თემა იყო იმიერკარპატეთი (ზაკარპატია). პორტრერებში ასახავდა ზაკარპატიელ უკრაინელთა სულიერ სილამაზეც, მათ გამოკვეთილ ნაციონალურ თავისებურებას. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი შემოქმედება უსაფუძვლო ბრალდებების საგანი გახდა, ბრალს სდებდნენ უიდეობასა და ფორმალიზმში. ტილოები ინახება ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში, ზაკარპატიის ხელოვნების მუზეუმში. ავტორია პერიოდულ გამოცემათა რიგი სტატიებისა, გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიული რომანისა და დღიურისა. უჟჰოროდში მისი სახელი მიენიჭა ხელოვნების კოლეჯსა და ქუჩას.[2]
ძირითადი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საუზმე“ (1915)
- „ჭიქა წყლით“ (1921)
- „უჟოკი“ (1933)
- „ნატურმორტი ვაშლებით“ (1939)
- „სოფელი“ (1940)
- „მთის პეიზაჟი“ (1942)
- „კულტურისა და ბეჭდვითი სიტყვის სახლი“ (1942)
- „ხიდი დიორბში“ (1943)
- „მუკაჩევოს ციხე“ (1947)
- „სახლი სტავნეში“ (1951)
- „ზვინის დადგმა“ (1951)
- „მდინარე უჟი ნევიცკესთან ახლოს“ (1955)
- პორტრეტები
- „მოხუცი“ (1924)
- „მამა“ (1926)
- „მხატვარი მაგდა მ.“ (1928)
- „ა. ოსტერლინდი“ (1930)
- „ა. ს.“ (1931)
- „ღარიბი ბავშვები“ (1937)
- „მოხუცი მეჯინიბე“ (1942)
- „უჟჰოროდელ მხატვართა ჯგუფური პორტრეტი“ (1947)
- „კომკავშირელი“ (1949)
- „ავტოპორტრეტი“ (1950)
- „ზაკარპატიის სახალხო გუნდის არტისტი კ. ბალოგი“ (1951)
- „დანიშნულები (ახალგაზრდა კოლმეურნეები)“ (1953)
- „კომპოზიტორი ვ. ზადორი“ (1953)
- „კოლმეურნეები ტურიანკის ხეობიდან“ (1954)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Персональна виставка творів художника А. М. Ерделі: Каталог. Уж., 1955;
- Виставка творів А. М. Ерделі: Каталог. Л., 1958;
- Островский Г. Адальберт Михайлович Эрдели. Москва, 1966;
- Адальберт Ерделі: Альбом. К., 1972;
- Адальберт Ерделі: До 100-річчя з дня народж. Уж., 1992;
- L. Bállá. Erdélyi Béla és kortársai: Kárpátalja képzőművészéinek három nemzedéke. Ungvár; Budapest, 1994;
- Фединишинець В. Невідомий Ерделі: Мистецтвознавчі статті та есеї. Уж., 2000;
- Карпій В. Розбійний напад на великого Ерделі // ОМ. 2004. № 4;
- Адальберт Ерделі (1891–1955) // Там само. 2006. № 3;
- Адальберт Ерделі. Твори з приватних збірок: Каталог. К., 2006;
- Небесник І. Адальберт Ерделі. Л., 2007;
- Ковач А. Адальберт Ерделі. Уж., 2007.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 2.0 2.1 Юрченко-Микита, О. В.. Ерделі Адальберт Михайлович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2009). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2023