აგუას-კალიენტესი (პერუ)
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
აგუას-კალიენტესი Aguas Calientes | |||
|
იმპერატორ პაჩაკუტის ძეგლი | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| რეგიონი | კუსკო | ||
| კოორდინატები | 13°09′17″ ს. გ. 72°31′31″ დ. გ. / 13.15472° ს. გ. 72.52528° დ. გ. | ||
| დაარსდა | 1901 | ||
| ცენტრის სიმაღლე | 2 040 მ | ||
| მოსახლეობა | 1 600 კაცი | ||
| სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||
| საფოსტო ინდექსი | 08681 | ||
აგუას-კალიენტესი (ესპ. Aguas Calientes ცხელი წყალი ან ცხელი წყაროები), ზოგჯერ მოხსენიებული როგორც მაჩუ-პიქჩუ ქალაქი — ქალაქი პერუში, მდინარე ურუბამბაზე. იგი ისტორიულ ძეგლ მაჩუ-პიქჩუმდე მისასვლელი უახლოესი წერტილია, მდებარეობს მისგან მხოლოდ 6 კილომეტრში, 1,5 სთ ფეხით სავალ მანძილზე. ტურისტებისთვის გახსნილია მრავალი სასტუმრო და რესტორანი, ისევე როგორც ბუნებრივი ცხელი აბანოები, საიდანაც მომდინარეობს ქალაქის სახელი. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა წყალდიდობამ აბანოები გაანადგურა, თუმცა კვლავ აღადგინეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტერიტორიაზე 1901 წელს რამდენიმე ფერმერი დასახლდა. 1920-იან წლებში, რკინიგზის მშენებლობისას, მოკრძალებული დასახლება თანდათან გადატვირთულ რკინიგზის მუშათა ბანაკად იქცა.[1]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგუას-კალიენტესში პერუს რკინიგზის კუსკოდან მომავალი ხაზის ტერმინალი ფუნქციონირებს. იგი კუსკოდან და ოლიანტაიტამბოდან მაჩუ-პიქჩუს სანახავად მომდინარე ტურისტებსა თუ ადგილობრივებს ემსახურება. პაჩაკუტის გამზირი ქალაქის ძირითადი და ერთადერთი გასასვლელია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Aguas-Calientes.com დაარქივებული 2017-09-25 საიტზე Wayback Machine.
- Aguas Calientes დაარქივებული 2012-10-03 საიტზე Wayback Machine. at cusco-peru.org
აგუას-კალიენტესი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე