შინაარსზე გადასვლა

აბრაჰამ სავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაჰამ სავანი — კალიგრაფი.

აბრაჰამ სავანი ცხოვრობდა XIV ან XV საუკუნეში. დარჩენილია მის მიერ გადაწერილი გრაგნილი, რომელიც საკვირაოს ტექსტს შეიცავს (ხელნაწ. ინსტ. H 1328). ტექსტის ბოლოს ასეთი ანდერძია

ვიკიციტატა
„ „ეს წიგნი რომით მოვიდა. დაუკლებლად დაგვიწერია. კრებულნო ღვთისაანო, მამანო! ესე საკვირაოი მე აბრაჰამ სავანმან გარდამოვიწერე. კარგი დედოი [ე.ი. დედანი, ვ.ბ.] ამისი წიგნი ვნახე და მეკეთა. ვინც შენდობაი სთქუათ, თქვენცა შეგინდოს ღმერთმან. ამინ. დაიწერა ქრონიკონსა ოცდაოთხსა, მეფობას ღვთივ გვირგვინოსნისა კონსტანტინესსა“.“

სულ ბოლოს, უფრო წვრილი ხელით, კიდევ ორიოდე სტრიქონია, სადაც სხვათა შორის, იკითხება:

ვიკიციტატა
„ „უმეცარსა კაცსა, რომე წიგნისა პატივი არ იცოდეს, მათიმცა ხელი ნუ შეეხების“. “

გრაგნილის ზომაა 325×19 სამ. ერთი მხარე მთლიანადაა დაწერილი, მეორე — ნაწილობრივ. ტექსტი ნუსხურია, შავი მელნით ნაწერი, ძალიან მკაფიო, საკმაოდ ლამაზი ხელით. საზედაო ასოები უმეტესად მელნითვეა გამოყვანილი, მაგრამ აქა — იქ სინგურის ასოებიც ურევია.

დასათარიღებლად გასათვალისწინებელია კონსტანტინე მეფის დასახელება. ერთი კონსტანტინე — დავით ნარინის ძე- XIV საუკუნის დასაწყისში მეფობდა დასავლეთ საქართველოში და 1327 წელს გარდაიცვალა. ორი სხვა კონსტანტინე XV საუკუნეში.

გრაგნილი სვანეთიდანაა ჩამოტანილი.

  • ბერიძე, ვახტანგ. ძველი ქართველი ოსტატები : [ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ოქრომჭედლები და კალიგრაფისტები]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1967. -243გვ.: ილ.;ბიბლიოგრ. ტექსტში. გვ. 11-12.