შინაარსზე გადასვლა

აბელი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბელი.
მთვარის კრატერი
აბელი
ლათ. Abel
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.68 კმ (2015)[1]
დიამეტრი 137.35 კმ[2]
მოცულობა 20652 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.95 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ნილს აბელი
დამტკიცებულია IAU (1964)
მდებარეობა
34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / -34.63; 85.78
ციური სხეული მთვარე
აბელი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბელი (მთვარის კრატერი)
აბელი ვიკისაწყობში

კრატერი აბელი (ლათ. Abel) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნორვეგიელი მათემატიკოსის, ნილს აბელის პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1964 წელს).[2] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერი მდებარეობს აღმოსავლეთის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე. კრატერის ჩრდილოეთით არის კრატერი ბარნარდი, სამხრეთით გამის და ჰამილტონის კრატერები[3]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 34°38′S 85°47′E / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / -34.63; 85.78, დიამეტრი — 137.35 კმ,[2] სიღრმე — 2.95 კმ.[1]

კრატერის თავდაპირველმა ფორმამ განიცადა მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რაც მას მრავალკუთხედის ფორმას აძლევს. ლილვის სამხრეთ ნაწილს ფარავს სატელიტური კრატერი აბელ A, დასავლეთით — კრატერები აბელ L და აბელ M. ლილვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი გადაფარავს პატარა კრატერის ნაშთებს. ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ არის 1.68 კმ,[1] კრატერის მოცულობა დაახლოებით 20652 კმ³.[1] კრატერის თასის აღმოსავლეთი ნაწილი გათლილი იყო ლავის ნაკადებით, რის გამოც შედარებით ბრტყელი ტერიტორია დაბალი ალბედოით დარჩა. თასის დასავლეთი ნაწილი უფრო არათანაბარია და იგივე ალბედო აქვს, როგორც მიმდებარე ტერიტორიას.

აბელის კრატერთან აღმოაჩინეს მაგნიტური და გრავიტაციული ანომალიები.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
აბელი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 36°19′S 85°48′E / 36.31° ს. გ. 85.8° ა. გ. / -36.31; 85.8 (Абель A) 27.8
B 36°43′S 82°36′E / 36.72° ს. გ. 82.6° ა. გ. / -36.72; 82.6 (Абель B) 41.6
C 36°08′S 81°25′E / 36.13° ს. გ. 81.41° ა. გ. / -36.13; 81.41 (Абель C) 36.8
D 37°40′S 86°27′E / 37.67° ს. გ. 86.45° ა. გ. / -37.67; 86.45 (Абель D) 27.9
E 37°32′S 84°26′E / 37.54° ს. გ. 84.44° ა. გ. / -37.54; 84.44 (Абель E) 14.0
J 36°12′S 79°52′E / 36.2° ს. გ. 79.87° ა. გ. / -36.2; 79.87 (Абель J) 18.8
K 34°41′S 77°28′E / 34.69° ს. გ. 77.46° ა. გ. / -34.69; 77.46 (Абель K) 9.9
L 34°33′S 82°23′E / 34.55° ს. გ. 82.39° ა. გ. / -34.55; 82.39 (Абель L) 54.1
M 32°23′S 83°31′E / 32.38° ს. გ. 83.52° ა. გ. / -32.38; 83.52 (Абель M) 91.0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.