შინაარსზე გადასვლა

აბდ ალ-რაჰმან მომანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდ ალ-რაჰმან მომანდი
დაბადების თარიღი 1632
დაბადების ადგილი პეშავარი
გარდაცვალების თარიღი 1706 ან 1709[1]
გარდაცვალების ადგილი პეშავარი[2]
დასაფლავებულია პეშავარი
ფსევდონიმი Abdur Rahmán Bábá
საქმიანობა პოეტი და მწერალი[1]
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

აბდ ალ-რაჰმან მომანდი, რაჰმან ბაბა (პუშტუ رحمان بابا; დ. 1632, სოფ. ბაჰადური, პეშავარის მახლობლად — გ. 1706, პეშავარი) — ავღანელი პოეტი მომანდის ტომისა. წერდა პუშტუ ენაზე. განიცადა სპარსული სუფიური პოეზიის გავლენა, მაგრამ სიყვარულზე, რელიგიურ-მორალურ და სოციალურ თემებზე მარტივი, სასაუბრო ენით დაწერილი და ადამიანისადმი დიდი რწმენით გამთბარი მისი ლექსები მისაწვდომი და გასაგები იყო ხალხისათვის. ავღანეთში ყოველ გაზაფხულს აღინიშნება აბდ ალ-რაჰმან მომანდის დღე, იმართება პოეტთა პაექრობა — მუშაირა.

  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1020772409 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ Абдуррахман Моманд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.