შინაარსზე გადასვლა

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 78)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

სახლი დგას რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებულ შენობებს შორის, რომლებიც გარკვეული ინტერვალითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. საცხოვრებელი სახლი ნაგებია ფლეთილი, ზედაპირმოსწორებული რუხი ფერის ქვით, კუთხეებში და ღიობების გარშემო თლილი ქვაა მოხმარებული. ქუჩის მხარეს ნაგებობა გამოდის სამწახნაგა შელესილი და შეთეთრებული ფასადით და მის გვერდზე არსებული შემინული, აჟურულმოაჯირიანი აივნით, რომელიც თავდაპირველად გახსნილი უნდა ყოფილიყო. ფასადის თითოეულ წახნაგზე სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი — ცენტრში შესასვლელი და გვერდებზე — ფანჯრები. კარის წინ კიბის რამდენიმე საფეხურია განთავსებული. ქუჩიდანვეა მოწყობილი შუშაბანდში შესასვლელი. შენობის ჩრდილოეთით მიმართული გვერდითი კედელი აბსოლუტურად ყრუ შეულესავ სიბრტყეს წარმოადგენდა, რომელიც დღეისათვის გვიანდელი გაჭრილი კარის და ფანჯრის ღიობებითაა დანაწევრებული. სამხრეთით არსებული გვერდითი კედელი სწორკუთხა ღიობებითაა გახსნილი. ამ კედელზე, ქუჩის მხარის საპირისპირო კედელზე მიდგმულია მცირ ზომის ხის ტამბური-აივანი თავისი დამოუკიდებელი შესასვლელით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6277