შინაარსზე გადასვლა

აბაიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბაიშვილები (მხ. რ. აბაიშვილი) — ქართული გვარი. თავდაპირველად ძირითადად გავრცელებული იყო გორის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე; დღეისათვის — თბილისში, ქუთაისში. წარმოდგება საკუთარი სახელიდან „აბა“. ამავე ძირის გვარებია: აბაიაძე, აბაიძე, აბაშვილი.

1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 446 აბაიშვილი.[1] 2019 წელს ფიქსირდება 401.[2]

  • მაისურაძე, ი., ქართული გვარსახელები, გვ. 15, თბ., 1990.