შინაარსზე გადასვლა

Путин хуйло!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ პუტინი
გრაფიტი ქუჩაში

Путин хуйло!“ (უკრ. Путiн хуйло; რუს. Путин хуйло — „'putʲɪn xʊj'lo“) — ინტერნეტში 2014 წლის მარტის ბოლოს გავრცელებული ვიდეორგოლი. მასში, ტამტამების ხმების ფონზე, ხარკოვის საფეხბურთო კლუბის მოყვარულები გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ვლადიმერ პუტინისადმი, კერძოდ, რუსეთის მოქმედებებისადმი უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წელს. სიმღერის შესრულება რამდენიმე უკრაინულმა წამყვანმა როკ-ჯგუფმაც დაიწყო. ჯგუფმა Друга ріка სიმღერა თავის კონცერტზე 2014 წლის 13 ივნისს დაუკრა.[1]

ისტორია

სიმღერის სახელწოდება და შინაარსი ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვას წარმოადგენს, რომელშიც მას ვულგარული ლექსიკით უწოდებენ хуйло-ს, წარმოებულს хуй-სგან, რაც რუსულად მამაკაცის სასქესო ორგანოს სინონიმია.

სიმღერა პირველად 30 მარტს შესრულდა, უკრაინული საფეხბურთო კლუბების „მეტალისტისა“ და „შახტარის“ შეხვედრის წინ[2], მათივე თაყვანისმცემლების მიერ. სიმღერის პოპულარობა გავრცელდა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და რუსეთშიც შეაღწია.

14 ივნისს ფრაზა წარმოთქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ[3][4], როდესაც იგი ცდილობდა მოსკოვის მიერ ქვეყნის აღმოსავლეთით ტერორისტთა მხარდაჭერაზე პასუხად კიევში რუსეთის საელჩოს წინ შეკრებილების დამშვიდებას. მოგვიანებით მან თავისი მოქმედება აღწერა ასე: „მთავარი იყო ხალხის შეკავება“.

მსოფლიო მედიას სწრაფად მოედო სიმღერის პოპულარობის შესახებ სტატიების შექმნის ჯაჭვი. ამა თუ იმ საშუალებაში ცდილობდნენ სიმღერის სახელწოდების თარგმნასაც.[5]

ანდრეი დეშიცას განცხადებაზე პასუხად რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეს საქციელი არაადეკვატური იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ მისმა უკრაინელმა კოლეგამ წესრიგის ზღვარს გადააბიჯა. „არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გვქონდეს ურთიერთობა და თანამშრომლობა“.

დეშიცას ფრაზის შესახებ საუბრისას კიევში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა განაცხადა: „დეშიცას დამსახურება ის არის, რომ სიტუაცია განიმუხტა. იგი გამოცდილი დიპლომატია, ნდობის დიდი მარაგით.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი ჯენ პსაკი ასევე ამართლებდა დეშიცას მიერ სიტუაციის განმუხტვის მცდელობას.

სიმღერა მიმოხილული იქნა მედიის სხვადასხვა საშუალებაში, როგორიც არის The Guardian,[6] The Washington Post,[7] Süddeutsche Zeitung,[8] Le Monde,[6] Gazeta Wyborcza,[9] Lidové noviny,[10] Radio Free Europe/Radio Liberty,[11] The Atlantic,[12] The Wall Street Journal,[13] და სხვებში.[14]

ტექსტი

ვიკიციტატა
„Пу-тін хуй-ло
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла
ла-ла-ла-ла-ла-ла-ла-ла“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Группа Друга Ріка представила рок-версию знаменитого хита о Путине“ [Druga Rika Group presented a rock version of the famous hit about Putin] (რუსული). Big Mir. June 16, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  2. ТСН. Украинский хит шагает по планете
  3. В Брюсселі пояснили, як називати Хуйла англійською. Але єдності в світових ЗМІ немає
  4. Ukraine minister's abusive remarks about Putin spark diplomatic row
  5. Мировые СМИ пытаются перевести оскорбления Дешицы о Хуйле: dickhead, thằng khốn, faszfejet
  6. 6.0 6.1 „Le chef de la diplomatie ukrainienne insulte Poutine“. Le Monde (ფრანგული). June 15, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  7. Morello, Carol; Birnbaum, Michael (15 June 2014). „Ukrainian diplomat uses swear word for Putin, delighting protesters and angering Moscow“. The Washington Post.
  8. „Про міністра-дипломата Дещицю заговорив світ (світова преса)“ [The whole world is talking about deputy-diplomat Deshchytsia] (უკრაინული). Radio Free Europe/Radio Liberty. June 16, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  9. „Apel ukraińskich kibiców: Odśpiewajcie na mundialu naszą piosenkę o Putinie“. Gazeta Wyborcza (პოლონური). June 10, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  10. „Jak přeložit Deščycjovu nadávku? Světová média si neví rady“. Lidové noviny (ჩეხური). June 17, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  11. „Some Smile, Others Squirm As Obscenity Becomes Latest Rallying Cry In Ukraine Crisis“. Radio Free Europe/Radio Liberty. June 18, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2014. ციტირების თარიღი: June 17, 2014.
  12. Sindelar, Daisy (June 18, 2014). 'Putin Khuilo!': Ukraine's Obscene, Patriotic Rallying Cry“. The Atlantic.
  13. Shishkin, Philip (May 24, 2014). „Soccer Foes Join Forces on the Front Lines of Ukraine Crisis“. The Wall Street Journal.
  14. „El ministro de Exteriores ucraniano llama "cabrón" a Putin“. ABC (newspaper). June 16, 2014.