ტამტამი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ტამტამი — დასარტყმელი საკრავი, სპეციალურ ჩარჩოზე ჩამოკიდებული, სპილენძისა და ბრინჯაოს შენადნობებისაგან (განსაკუთრებით თითბრისგან) დამზადებული დიდი დისკ. ხმოვანებს განსაკუთრებული ჯოხის დარტყმით, რომელსაც თავზე მაუდი და რბილი ტყავი აქვს გადაკრული, ბგერა მოკლებულია სიმაღლის ინტონაციას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 651.