შინაარსზე გადასვლა

ნანა ექვთიმიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა ექვთიმიშვილი

სიმონ გროსი და ნანა ექვთიმიშვილი, ფრაიბურგი, 2018
დაბადების თარიღი 9 ივლისი 1978
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პროფესია მწერალი
კინორეჟისორი
სცენარისტი

ნანა ექვთიმიშვილი (დ. 9 ივლისი 1978, თბილისი) — ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი.

ნანა ექვთიმიშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. დაამთავრა გერმანიის კონრად ვოლფის სახელობის პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. მისი მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „არილში“ 1999 წელს.

ნანა ექვთიმიშვილმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლოს სხვადასხვა წამყვან კინო ფესტივალებზე გაიმარჯვა; მათ შორის ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესის და ტოკიოს კინოფესტივალებზე. ფესტივალებზე ფილმმა 30-მდე ჯილდო მოიპოვა.

2013-2014 წლებში ფილმი გამოვიდა სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში: საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბენილუქსისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. იგი იყო საქართველოს კანდიდატი 2014 წლის ოსკარისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.[1]

2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა.[2]

2015 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანი „მსხლების მინდორი“.

2018 წელს „მსხლების მინდორი“ გამოიცა გერმანულ ენაზე გამომცემლობა Suhrkamp-ის მიერ.

ლიტერატურული ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2016 - საბა დებიუტისთვის: რომანი „მსხლების მინდორი“
  • 2016 - ილიაუნის ლიტერატურული პრიზი - 2014-2015 წლების საუკეთესო ქართული რომანისათვის: „მსხლების მინდორი“[3]
  • 2016 - ლიტერა დებიუტისთვის: რომანი „მსხლების მინდორი“[4]

ფილმისათვის „დედა“ 2011-2012

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ტრიესტის კინოფესტივალი, იტალია
  • Special Mention, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, საქართველო

ფილმისათვის „გრძელი ნათელი დღეები“ 2013

  • „C.I.C.A.E. PRIZE of the International Confederation of Art House Cinemas“ არტჰაუსის კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების პრიზი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • „Young Cinema Competition prize“ გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზი, ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ვისბადენის კინოფესტივალი GOEAST, გერმანია
  • ლურჯი ანგელოზის პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, ხელოვნების ფესტივალი, სლოვაკეთი
  • ჟურნალ გრაზიას ჟიურის პრიზი, პარიზის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • გრანპრი საუკეთესო ფილმისათვის, ვოლოგდის დამოუკიდებელი კინოს ევროპული ფესტივალი, ჟიურის თავმჯდომარე ბელა ტარი
  • ახალგაზრდული კინოს ჯილდო, ხუთი ტბის ფესტივალი, გერმანია
  • „სარაევოს გული“ საუკეთესო ფილმისთვის, სარაევოს კინოფესტივალი
  • "მაყურებლის პრიზი" მილანის კინოფესტივალი
  • სტუდენტური ჟიურის პრიზი, მილანის კინოფესტივალი
  • გრანპრი საუკეთესო ფილმისათვის, ევრაზიის კინოფესტივალი ალმაატაში, ჟიურის თავმჯდომარე ჯეინ კემპიონი
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, სეილის კინოფესტივალი (the Film Femmes Méditerranée) მაროკო
  • ჟიურის სპეციალური პრიზი, მონრეალის თანამედროვე კინოს ფესტივალი, კანადა
  • პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, დუჰოკის საერთაშორისო კინოფესტივალი, ერაყი
  • სპეციალური აღნიშვნა, ევროპის სატელევიზიო პროდუქციის ფესტივალი (Prix Europa)
  • პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალი, ბელორუსია
  • ჟიურის სპეციალური პრიზი ინდივიდუალური ამბის თხრობისთვის, ამერიკის კინოინსტიტუტის კინოფესტივალი (AFI FEST), ლოს ანჯელესი
  • პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, პოზნანის კინოფესტივალი (Ale Kino), პოლონეთი
  • პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, სკოპიის კინოფესტივალი (Cinedays), მაკედონია
  • პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, მალატიის კინოფესტივალი, თურქეთი
  • გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ტოკიოს კინოფესტივალი (Filmex)
  • საუკეთესო ქართული ფილმი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  • რეჟისორის მეორე პრიზი, რეჰოვოტის ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალი, ისრაელი
  • ბრინჯაო, ლუქსორის ეგვიპტისა და ევროპის კინოფესტივალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]