ელენა ბლავატსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა ბლავაცკაია

ელენა ბლავატსკაია (ქალიშვილობის გვარი გერმ. Helena von Hahn; დ. 12 აგვისტო [ძვ. სტ. 31 ივლისი], 1831, ეკატერინოსლავში (რუსეთის იმპერია) — გ. 8 მაისი [ძვ, სტ. 26 აპრილი], 1891, ლონდონი) — თეოსოფოსი, მწერალი და მოგზაური.

ზოგიერთ (ძირითადად დასავლურ) ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით, ელენა ბლავატსკაია იყო ოკულტისტი და სპირიტუალისტი; სხვა წყაროები კი (ძირითადად რუსული) მას რუსს ფილოსოფოსად და სწავლულ რელიგიათმცოდნედ მოიხსენიებენ.

1848-დან 1875 წლამდე მან სამჯერ იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

1875 წელს ბლავატსკაიამ პოლკოვნიკ ოლკოტთან ერთად ნიუ-იორკში დააარსა თეოსოფოსთა საზოგადოება, რომლის ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო „შეექმნა მსოფლიო საძმოს ბირთვი რასობრივი, კანის ფერის, სქესის, კასტისა და სარწმუნოებრივი განსხვავებულობის გარეშე“.

ელენა ბლავატსკაია ძირითადად მოღვაწეობდა აშშ-ში, ინგლისში, ინდოეთში. მის მიერ შექმნილ ნაწარმოებთა უმეტესობა ინგლისურენოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]